თბილისის უბნები სადაც თებერვალში ყველაზე მეტი ახალი აშენებული ბინა გაიყიდა-რა კვლევას აქვეყნებს “თიბისი კაპიტალი”
თებერვალში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით დიდი დიღომი და საბურთალო ლიდერობს. ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად დიდი დიღომი გაყიდვების მიხედვით პირველ ადგილზეა.
დოკუმენტის თანახმად, ახალი ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი წლიური ზრდა დაფიქსირდა კრწანისში, სამგორსა და დიდ დიღომში. ყველაზე მეტი ახალი ბინა კვლავ დიდ დიღომში გაიყიდა. ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვებში ყველაზე მაღალი წლიური ზრდა ნაძალადევსა და დიდ დიღომში დაფიქსირდა.
კვლევის მიხედვით, კვ.მ-ზე მთაწმინდასა და ვაკეში $2,000-ს გადააჭარბა. ძველი ბინების შემთხვევაში, ყველა უბანში წლიური ზრდა დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი ზრდით კრწანისი, მთაწმინდა და ჩუღურეთი გამოირჩეოდა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის თებერვალში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,358 შეადგინა და წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 1%-ით შემცირდა.