ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები ვაკეში
ოდესღაც თუ შენი სახლის ფანჯრიდან გაიხედავდი და ქალაქის ხედით დატკბებოდი, დღეს ეს ბედნიერება ნამდვილად ცოტა ადამიანს აქვს.
ოდესღაც თუ შენი სახლის ფანჯრიდან გაიხედავდი და ქალაქის ხედით დატკბებოდი, დღეს ეს ბედნიერება ნამდვილად ცოტა ადამიანს აქვს. მასობრივი განაშენიანების ფონზე, გაქრა ის შეგრძნება დილით ადრე ფანჯრიდან გახედვისას, რომ გეუფლებოდა - რომ შენც ამ მღელვარე ქალაქის ნაწილი ხარ.
ურბანული განაშენიანების პრობლემამ იმდენად ქაოტური გახადა დედაქალაქში მდგომარეობა, ვეღარ იპოვი უბანს, სადაც სამშენებლო ტექნიკის ხმა არ დაგირღვევს მყუდროებას. რა უფრო პრობლემურია, სამშენებლო პროექტების სიხშირე თუ ქალაქის ძველი განაშენიანების ფონზე, არსებული მიმდინარე მაღალი და უბნის გარემოსთან შეუთავსებელი კოშკურების მშენებლობა? ეგუება თუ არა თბილისის უბნები თანამედროვე არქიტექტურის შენობებს? – საკითხი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პერესტიჟული უბნის მაგალითზე მინდა განვიხილოთ. სტატიაში წარმოდგენილია ვაკის ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები.
Vake Parkside Residence
მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „ვაკე პარკსაიდ რეზიდენსი“ მოიცავს საცხოვრებელ ბინებს, კომერციულ ფართებსა და დიდ საცურაო აუზს.
ახალი კომპლექსის მშენებლობა თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩაზე მიმდინარეობს. ეს არის ვაკის უბნის ტერიტორია – მოსახერხებელი, პრესტიჟული და ეკოლოგიურად სუფთა ლოკაციით. ახალი შენობიდან სულ რაღაც 200 მეტრში განლაგებულია ვაკის პარკი, ხოლო მზიური კომპლექსიდან სულ რაღაც 1,5 კმ დაშორებით მდებარეობს.
„ვაკე პარკსაიდ რეზიდენსი“ სამი ბლოკისაგან შედგება და გააჩნია 25-მდე საცხოვრებელი სართული, 2-დონიანი კომერციული ფართით, ასევე 5-დონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი.
საცხოვრებელი კომპლექსი თავის მომხმარებელს სთავაზობს ბინების ფართო არჩევანს სხვადასხვა მახასიათებლებით. აქ წარმოდგენილია, როგორც შედარებით მცირეფართიანი ბინები – მისაღები ოთახი-სამზარეულოთი და ერთი საძინებლით, რომელთა ფართობი 55 კვ.მ-ია, ასევე ბევრად უფრო დიდი ფართის ბინებიც. მაგალითად, ტიპიურ ბინათა შორის არის 4-ოთახიანი ვერსია ფართობით– 176 კვ.მ. საცხოვრებელ კომპლექსში კვადრატული მეტრის ფასი $1 890-დან იწყება.
Vake Residence
„ვაკე რეზიდენსი“ – ახალი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ვაკეში, ყიფშიძის #1-ში შენდება. კომპლექსი, შედგება სხვადასხვა სართულიანობის 5 კორპუსისაგან, რომლიდანაც ყველაზე მაღალი 29 სართულიანია.
შენობა დაპროექტებულია თანამედროვე არქიტექტურულ სტილში. პანორამული ღია ტერასები განთავსებულია შენობის ცენტრში და სახურავზე. ფასადის მინა, პანორამული ფანჯრები და ღია აივნები კომპლექსს ფუტურისტულ ელფერს მატებს.
საცხოვრებელი კომპლექსის პირველ სართულებზე განთავსებულია ბიზნეს ცენტრი და ქირავდება კომერციული ფართები. სახურავზე და სართულებს შორის არის ღია ტერასები დასაჯდომი ადგილებით. კომპლექსის მაცხოვრებლებს შეუძლიათ დაისვენონ გამწვანებულ რეკრეაციულ ზონაში 4000 მ2 ფართობით. ბავშვებისთვის გათვალისწინებულია თანამედროვე სათამაშო და სპორტული მოედნები. მანქანებისთვის აშენდება 3-დონიანი მიწისქვეშა პარკინგი და მიწისზედა სტუმრების პარკინგი.
საცხოვრებელ კომპლექსში იყიდება 1, 2, 3, 4-ოთახიანი ბინა და სტუდიები 59 – 380 მ2 ფართობით. მომხმარებელს ბინები მწვანე კარკასის მდგომარეობით ჩაბარდებათ, კვადრატული მეტრის ფასი კი $2 000-დან იწყება.
Demax Vake
„დემაქს ვაკე“ – საცხოვრებელი კომპლექსი, სამშენებლო კომპანია „დემაქს ჯგუფის“ გამორჩეული პროექტია. კომპლექსი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირიდან 250 მეტრში, ყიფშიძის #22-ში მდებარეობს.
22-სართულიან კომპლექსი მოიცავს 2-ჰექტარ რეკრეაციულ ზონას, კეთილმოწყობილი ეზოს და საბავშვო-სპორტული მოედნებს. გარდა ამისა „Demax Vake“-ს მაცხოვრებლებს პანორამული ხედებით შეუძლიათ დატკბნენ. საცხოვრებელ კომპლექსი ასევე მოიცავს: სასეირნო ბილიკებს, ველოტრასას, ავტოსადგომს.
„დემაქს ვაკე“-ში ბინების რაოდენობა 180-ია. 3-მეტრიანი ჭერის სიმაღლის ბინების ფართი 50-დან 270 კვ.მ-მდეა. ამ კომლექსში წარმოდგენილი ბინის 1 კვადრატული მეტრის ფასი კი $2 100-დან იწყება.
Ocean Sky Residence
საცხოვრებელი კომპლექსი „ოუშენ სკაი რეზიდენსი” დეველოპერულ კომპანია „Ocean Capital“-ს ეკუთვნის. ახალი შენობა მდებარეობს ვაკეში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, #33-ში.
საცხოვრებელი კომპლექსი დაპროექტებულია, უძრავი ქონების ბაზარზე არსებული თანამედროვე მოთხოვნებისა და ტენდენციების შესაბამისად,. დეველოპერი აშენებს 19-სართულიან შენობას მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასით, ფასადი კი თბოიზოლირებულია, რათა მიღწეულ იქნას მაღალი ენერგოეფექტურობა და დაბალი საექსპლუატაციო ხარჯები. კომპლექსი აღჭურვილია ჩქაროსნული ლიფტებით და თანამედროვე ტექნოლოგიური მოწყობილობებით.
ტერიტორიის კეთილმოწყობა მოიცავს: ღია სატრანსპორტო სადგომის აღჭურვას სტუმრებისთვის, სპორტულ საბავშვო მოედანსა და დასასვენებელ ობიექტებს; ორ ქვედა სართულს, რომლებიც ეთმობა კომერციულ და საოფისე ფართს, ხოლო საცხოვრებელი კომპლექსის სარდაფში კი – მიწისქვეშა ავტოსადგომს.
აქ წარმოდგენილი ბინების ფართი 51,44–715,7 მ2-ია. 1 კვადრატული მეტრის ფასი კი $2 300-დან იწყება.
Domus Chavchavadze 31
საცხოვრებელი კომპლექსი „დომუსი ჭავჭავაძის 31“ იგივე „დომუსის ხეები“ ჭავჭავაძის გამზირზე, #31-ში მდებარეობს, რომელიც სამშენებლო კომპანია „დომუსი დეველოპმენტის” მიერ ხორციელდება. პროექტის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2026 წელს იგეგმება.
„დომუსი ჭავჭავაძის 31“ – 15-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი იქნება, დიდი სივრცითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით. კომპლექსის ტერიტორიზე წარმოდგენილი იქნება საპარკინგე სივრცე, მოსასვენებელი სივრცე, და კომერციული ფართები.
როგორც „დომუსის“ ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, – „არქიტექტურული კონცეფციის მთავარ შთაგონებად ტერიტორიაზე არსებული საზოგადოებრივი სკვერის ლანდშაფტი და მრავალწლიანი მწვანე ნარგავების – ხეების კომპოზიცია, პლასტიკა და ტექსტურა იქცა. ხეთა ჯგუფების მსგავსი – სამი სხვადასხვა ტონალობისა და სიმაღლის შენობისაგან შემდგარი არქიტექტურული კომპოზიციის შექმნა სწორედ ამ ლანდშაფტმა და ნარგავებმა განაპირობა. ეს კონცეფცია კიდევ უფრო გამძაფრებულია შენობის თითოეულ სართულზე არსებული ბაღების, ორანჟერეების და მწვანე ნარგავების სიმრავლით. შენობის ექსტერიერის თემატიკა ლეიტმოტივად მიჰყვება აგრეთვე შენობის ინტერიერსაც, სადაც დიზაინში ხის ვერტიკალური ელემენტები და ბუნებრივი ტექსტურები ჭარბობს. თითოეულ სართულზე, ლიფტის ჰოლში ან კორიდორში მოხვედრისას ექსტერიერის მწვანე კონცეფცია მუდმივი თანამგზავრია და დიდი ვიტრაჟების საშუალებით ჰარმონიულად ერწყმის ინტერიერს“.
15-სართულიან საცხოვრებელ კომპლექსში ბინების ფართები 98-დან 177 მ2 -მდეა, კვ.მ-ის ფასი კი $3 000-დან იწყება.