ყველაფერი უფასო-დიდი დიღმის ცენტრალურ პარკში მათ ვისაც სჭირდება უფასო საკვები და ტანსაცმელი
ის, რომ თბილისი განსაკუთრებული ურთიერთობებითა და თანადგომით გამოირჩეოდა, ეს ახალი არ არის თუმცა ბოლო პერიოდში ერთ-ერთი უბნის განსაკუთრებული ერთობა დედაქალაქის სხვა უბნებისთვის სამაგალითოა. "დიდი დიღომი" ბოლო პერიოდია განსაკუთრებულ ერთობას აჩვენებს თბილისს, ამ კონკრეტულ შემთხვევამდე იყო უამრავი ფაქტი,თუმცა ცენტრალური პარკიდან გავრცელებული ფოტო ამის კიდევ ერთი მაგალითი და დასტურია.
“ყველაფერი უფასო” ასეთი წარწერით დიდი დიღომის ცენტალურ პარკში იდგა დახლები, სადაც ყველას შეეძლოთ აეღო საჭმელი და ტანსაცმელი.
kalaki.ge ესაუბრა ქალბატონს, რომელიც იმ დროისთვის ცენტრალურ პარკში სეირნობდა და მასზე მსგავსმა აქტივობამ დიდი შთაბეჭდილებბა მოახდინა.
“თბილისს თანადგომა არ აკვირვებს, მაგრამ ბოლო 30 წელი იმდენად მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ეს რა თქმა უნდა თბილისზეც აისახა. ხშირად მითქვამს ძალიან შეიცვალა ხალხი, თუმცა არა! ეს უბრალოდ მძიმე სოციალური პირობების ბრალი იყო რადგან თანადგომა და ადამიანების სიყვარული არსად გამქრალა. უნდა ვთქვა რომ, ბოლო დროს რაც ჩვენს უბანში დიდ დიღომში ხდება, ძალიან ემოციურია. ჯერ ბავშვი დაიკარგა და მოგეხსენებათ რა ხდებოდა, ქუჩებში ადგილი აღარ იყო ყველა ერთად ეძებდა და იპოვეს კიდეც! გუშინ პარკში ვსეირნობდი და ეს დახლები, რომ დავინახე მეგონა სიხარულით გული გამისკდებოდა. ზუსტად ესაა თბილისი, ასეთი თანადგომით გამოირჩეოდა ყოველთვის” ამბობს დიდ დიღომში მცხოვრები ქალბატონი მანანა kalaki.ge -სთან საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფოტო სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივობამ “ჩემი ქალაქი მკლავს’ გაავრცელა.