სოლოლაკი - უბანი თბილისში, რომლის ყოველი დათვალიერებისას, სხვადასხვა შენობის მონათხრობის გაგებით, შეიძლება ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალო. ადგილობრივების მონაყოლი საოცარ განწყობას გიქმნის და ისტორიის იმ ხანაში გაგრძნობინებს თავს, რომელშიც ეს შენობებია აგებული. არ გბეზრდება მის ქუჩებში ხეტიალი, სულ ახალი და ახალი ამბის მოსმენის მოლოდინში. ზოგი მათგანი სინამდვილეა, ზოგი ლეგენდა, ზოგიც კი უბრალოდ ძველი დროიდან მოყოლილი მონაჭორი, მაგრამ მაინც დაგაინტრიგებს და სულ ახლის აღმოჩენას შეეცდები.

თბილისის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტურის მქონე უბანი სოლოლაკი მოიცავს: გიორგი ლეონიძის, დანიელ ჭონქაძის, ამაღლების, გიზო ნიშნიანიძის, ლადო ასათიანისა და შალვა დადიანის ქუჩებით შემოსაზღვრულ განაშენიანებას. XIX საუკუნეში „სულუ-ლაჰ“ სალალაკად იქცა და ეს სახელი, აქ გაშენებულ უბანს დაერქვა. დროთა განმავლობაში კი სალაპარაკო ენაში სოლოლაკი დამკვიდრდა.

უბნის ინტენსიური განვითარება XIX საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო და ის ბურჟუაზიული თბილისის საცხოვრებელ უბნად ჩამოყალიბდა, სწორედ ამან განაპირობა უბნის არქიტექტურული იერსახის ჩამოყალიბებაც.

ქუჩა, რომლის თითქმის ყველა სახლი არქიტექტურული ნიმუშია
ქუჩა, რომლის თითქმის ყველა სახლი არქიტექტურული ნიმუშია
ქუჩა, რომლის თითქმის ყველა სახლი არქიტექტურული ნიმუშია
ქუჩა, რომლის თითქმის ყველა სახლი არქიტექტურული ნიმუშია

სოლოლაკის საცხოვრებელი სახლების არქიტექტურაში ჯერ კიდევ შემოგვრჩა ტრადიციული, ხის აივნიანი თბილისური სახლები. სოლოლაკშია ისლამურ და მავრიტანულ კულტურათა საფუძველზე იმპროვიზებული ნაგებობები, მოდერნის სტილის ღირებული ნიმუშები, ეკლექტური შენობები, ასევე საბჭოთა მშრომელებისათვის აშენებული სახლი.

ქუჩა, რომლის თითქმის ყველა სახლი არქიტექტურული ნიმუშია
ქუჩა, რომლის თითქმის ყველა სახლი არქიტექტურული ნიმუშია
ქუჩა, რომლის თითქმის ყველა სახლი არქიტექტურული ნიმუშია
ქუჩა, რომლის თითქმის ყველა სახლი არქიტექტურული ნიმუშია
ქუჩა, რომლის თითქმის ყველა სახლი არქიტექტურული ნიმუშია
ქუჩა, რომლის თითქმის ყველა სახლი არქიტექტურული ნიმუშია

ჭონქაძის, ყოფილი გუდოვიჩის ქუჩა მე-19-ე საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა. აქ არსებულ განაშენიანებას იერსახე ძირითადად შენარჩნებული აქვს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ არსებული შენობები დროთა განმავლობაში შეილახა და აღდგენას საჭიროებს. ყოველლი შენობა საინტერესოა, ზოგი მათგანი ძეგლის სტატუსს ატარებს, მაგრამ ვერ გამოვყოფდი თავისი სიძველითა თუ იერსახის განსხვავებულობით, ისინი ჩემთვის ყველა ძეგლია, მათი იერსახის შენარჩუნება კი თბილისისათვის მნიშვნელოვანი და უპირობოდ აუცილებელია.

ჭონქაძის ქუჩის № 4-ში მდებარე ანა მადათოვას სახლი, მართლაც უნიკალური იყო. ის გახლდათ რომანტიკული მოდერნის სტილის შენობა, ულამაზესი კოშკით. საინტერესო ისაა, რომ სახლი ქუჩის მხრიდან უხილავია. მას მაღალი ქვის გალავანი ფარავს, რომლის ზემოთ ერთ დროს ბაღი იყო გაშენებული. ახლა ჩვეულებრივი ეზოა. გალავნიდან გვირაბით სადარბაზოში მოხვდებით და გრძელ კიბეს დაინახავთ, რომელიც სახლის ეზოში აგიყვანთ. ასეთი სიდიდის სადარბაზო-გვირაბი, თბილისში არსად გვხვდება. მხოლოდ ამ სადარბაზოდანაა შესაძლებელი სახლის მთავარ ეზოში მოხვედრა. მხოლოდ ეზოში მოხვედრისას დაინახავთ სახლს, რომელსაც ხის ლამაზი კოშკი ამშვენებს.

ქუჩა, რომლის თითქმის ყველა სახლი არქიტექტურული ნიმუშია
ქუჩა, რომლის თითქმის ყველა სახლი არქიტექტურული ნიმუშია
ქუჩა, რომლის თითქმის ყველა სახლი არქიტექტურული ნიმუშია
ქუჩა, რომლის თითქმის ყველა სახლი არქიტექტურული ნიმუშია

ჭონქაძის ქუჩა № 8-ში მდებარე სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონეა. ამ ეტაპზე, სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. შენობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება.

სამუშაოების ფარგლებში: რეაბილიტაცია უტარდება შენობის ფასადს; პირვანდელი სახე უბრუნდება აივნებსა და შუშაბანდს; ასევე, შენობების საძირკველში ატმოსფერული ნალექის ჩადინების თავიდან აცილების მიზნით წყალსარინელი დამონტაჟდა.

პროექტით გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული ელემენტების – საძირკველისა და მზიდი კედლების არმირება და ბეტონირება, ასევე, ფანჯრების ღიობების მოჩარჩოება.

აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში 9 ოჯახი ცხოვრობს.

ქუჩა, რომლის თითქმის ყველა სახლი არქიტექტურული ნიმუშია

ჭონქაძის ქ. N10 ა-ში საცხოვრებელი სახლი საბჭოთა მშრომელებისთვის – ეს არის საკმაოდ კარგი დაგეგმარებისა და სადა ფასადის მქონე შენობა, ბანკის მუშაკთა საცხოვრებელი სახლი. მისი მშენებლობა კომუნისტებს ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წლებში, ბურჟუათა პრესტიჟულ უბანში დაუწყიათ.

ქუჩა, რომლის თითქმის ყველა სახლი არქიტექტურული ნიმუშია

ჭონქაძის ქუჩის № 11-ში მდებარე „ალმასის სასახლე“ – ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში, სპარსეთის გენერალური კონსულის საცხოვრებელი სახლი, რომელიც XIX საუკუნეში აშენდა. თავდაპირველად შენობა თბილისში სამუშაოდ ჩამოსულ გერმანელ ინჟინერს ეკუთვნოდა, რომელმაც ის 1889-1894 წლებში საქართველოში ირანის კონსულს, მირზა რეზა ხანს მიჰყიდა. სასახლის ოფიციალური გახსნა 1892 წლის 16 ივლისს გაიმართა.

საქართველოში საგანგებოდ ჩამოყვანილი ირანელი ოსტატების მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად შენობამ აღმოსავლური სახე მიიღო და სადარბაზოს კარსა და შენობის ფასადზე ირანული წარწერები და სპარსული სიმბოლოები გამოისახა. დღეისთვის, სადარბაზოსა და შენობის ერთ ოთახში უვნებლადაა შემორჩენილი ჭერის უნიკალური მორთულობა, სადაც მოჭიქულ კერამიკაზე დახატული არც ერთი პეიზაჟი და თაიგული არ მეორდება. თბილისში ჭერის ამგვარი შემკულობა სხვაგან არსად გვხვდება.

ამჟამად ნაგებობა თითქმის სავალალო მდგომარეობაშია, მოუვლელია და მისი აღმოსავლური ელემენტებიც გაქრობის პირასაა.

ქუჩა, რომლის თითქმის ყველა სახლი არქიტექტურული ნიმუშია
ქუჩა, რომლის თითქმის ყველა სახლი არქიტექტურული ნიმუშია
ქუჩა, რომლის თითქმის ყველა სახლი არქიტექტურული ნიმუშია

ჭონქაძის № 12-ში ბოზარჯანცის, თამბაქოს მწარმოებლის, დიდებული სახლი დგას. ეს შენობა მოდერნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაგალითია. ფოიე მოპირკეთებულია კაფელით. შენობის არქიტექტურა ერთ სტილშია გადაწყვეტილი, რაც მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის. სახლი შემოსაზღვრულია თაღით, რომელიც ღია-რუხი ფერის მსხვილი ქვისაგანაა აწყობილი. ძმებ ბოზარჯანცების სამ-სართულიანმა სახლმა 1915 წელს მიიღო სპეციალური არქიტექტურული პრემია – „საუკეთესო ფასადი”. სწორედ ამ სახლშია გადაღებული მრავალი მხატვრული ფილმის სცენები, მათ შორის – „დათა თუთაშხია”.

ბოზარჯიანცები სიმდიდრის გარდა, კიდევ იმით გახდნენ ცნობილი, რომ ნოკოლოზის მეუღლე, მადამ ბოზარჯიანცი პირველი ქალი ყოფილა დედაქალაქში, რომელსაც ავტომობილი ჰყავდა და თვით პარიზიდან ჩამოყვანილი მძღოლი ემსახურებოდა.

ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ, ბოზარჯიანცების ოჯახსაც ევროპისათვის შეუფარებია თავი. უპატრონოდ დარჩენილი ეს დიდებული ნაგებობა კი მაშინდელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის „ელიტის“ ნაწილისთვის საცხოვრებლად გადაუციათ.

ქუჩა, რომლის თითქმის ყველა სახლი არქიტექტურული ნიმუშია
ქუჩა, რომლის თითქმის ყველა სახლი არქიტექტურული ნიმუშია
ქუჩა, რომლის თითქმის ყველა სახლი არქიტექტურული ნიმუშია