თბილისში ზოგიერთ ქუჩაზე დიდი გამავლობის მანქანების შეზღუდვა იგეგმება, დედაქალაქის რომელ უბნებზე იმოქმედებს შეზღუდვა-უწყება რუკას ავრცელებს
დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით ქალაქი საცობებისგან განიტვირთება. ასევე უწყებამ გაავრცელა რუკა, რომელზეც წითლადაა მონიშნული დედაქალაქის ის ქუჩები, სადაც აკრძალვა იმოქმედებს.
შეზღუდვა შეეხება საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, ანუ მხოლოდ M2 და N1 ტრანსპორტის მოძრაობა იქნება დასაშვები.
ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა პიკის საათებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა. კერძოდ, როცა ყველაზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება მაგ დროის მონაკვეთში შევზღუდოთ გადაადგილება. ეს მთელ თბილისს არ შეეხება და მხოლოდ კონკრეტულ მონაკვეთებზეა საუბარი, სადაც ყველაზე მეტი დატვირთვა და საცობია პიკის საათებში. ამაზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ბიზნესსექტორთან ვთანამშრომლობთ და გვესმის, რომ ეს მარტივი არ იქნება. ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის იანვრიდან ავამოქმედოთ ეს სიახლე. ეს საბოლოოდ ბიზნესის ყველა სექტორთან შეთანხმდება, მათ მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს განზრახვაზე”, – აცხადებს კალაძე.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში, ტურიზმის ფეროს წარმომადგენლების უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი მიიჩნევენ, რომ შესაძლოა ამ გადაწყვეტილებამ, მცირე ტურისტული კომპაანიები დააზარალოს.
დღესვე მედიაში დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონიას კომენტარი გავრცელდა, რომელიც ამბობს, რომ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მიიღეს. მანამდე კი მათთან კონსულტაცია არ ყოფილა.