რა უჯდება სახელმწიფოს ყოფილი პარლამენტის შენობა ქუთაისში და რა ფუნქცია აკისრია მას დღეს
გამჭირვალე შენობა ქუთაისში, რომელიც ერთ დროს საქართველოს პარლამენტისთვის აშენდა ახლა უფუნქციოა. როგორც ირკვევა, აღნიშნული უფუნქციო შენობის მოვლა-პატრონობა სახელმწიფოს ბიჯეტს 4-მილიონი ლარი დაუჯდა.
ქონება ამჟამად სახელმწიფო შპს „აქტივების მართვის და განვითარების კომპანიის“ ბალანსზეა, მათი ინფორმაციით, 2020-2021 წლებში შენობის მოვლა-პატრონის ხარჯი 1.7 მლნ ლარს აჭარბებდა, რაც საშუალოდ წლიურად 850 ათასი ლარია, შესაბამისად 2019 წლის შემდეგ ბიუჯეტს 5 წლის განმავლობაში „უსარგებლო შენობის“ შენახვა მინიმუმ 4 მლნ ლარი დაუჯდა. უფუნქციოდ დარჩენილი, შენობის მოვლა-პატრონობისთვის დახარჯული თანხის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, “კომერსანტმა” გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ შენობა 12 წლის წინ აშენდა, 2019 წლიდან კი ფუნქცია დაკარგა, რადგან საქართველოს პარლამენტი თბილისში ძველ შენობაში დაბრუნდა. მას შემდეგ ცნობილ შუშებიან შენობას, აქამდე ფუნქცია ვერ მოუძებნეს.