ფოტორეპორტაჟი ძველი თბილისის ისტორიული სახლიდან როგორ გამოიყურება “ცისფერი სახლი”, რომლის რეაბილიტაციაც იგეგმება
თბილისის მერია "ცისფერი სახლის", რომელსაც "მაქმანებიან სახლსაც" უწოდებენ იერ-სახის შესანარჩუნებლად რეაბილიტაციას გეგმავს. ნახეთ როგორ გამოიყურება რეაბილიტაციამდე ისტორიული შენობა.
შეგახსენებთ, რომ “ცისფერი სახლი”, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს 1897 წლით თარიღდება. მისი იერ-სახის შესანარჩუნებლად და გასაახლებლად 274 815 ლარი დაიხარჯება. პროექტის ფარგლებში შენობის ფასადისა და ღობის რეაბლიტაცია განხორციელდება. ასევე,დაგეგმილია მის მომიჯნავედ, ეკატერინე გაბაშვილის ქ. N6-ში არსებული კედლის გასუფთავების სამუშაოები.