ფოტოფაქტი-უნივერსიტეტის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა
უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა. ნახეთ როგორ გამოიყურება რამდენიმეთვიანი სამუშაოების შემდეგ ახლად რეაბიტირებული ქუჩა.
შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისში დაიწყო. ქუჩაზე სრულად შეიცვალა და განახლდა ყველა ტიპის მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები; რეაბილიტირდა 2,5 კილომეტრი გზის სავალი ნაწილი, სადაც რამდენიმეფენიანი ასფალტის საფარი დაიგო; საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა, მოეწყო გარე განათების ახალი ქსელი; დამონტაჟდა თანამედროვე LED სანათები; ოთხზოლიანი ამსვლელ-ჩამომსვლელი გზა დაიხაზა და მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ახალი მოსაცდელები; სრულდება ტროტუარების მოწყობის სამუშაოები.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტის განსახორციელებლად 18 მილიონი ლარი დაიხარჯა.