ფოტოფაქტი-1913 წელს აშენებული სახლი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩიდან, რომელიც $440,000-ად იყიდება

სახლი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ არქიტექტურულ შენობად ითვლება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, მთაწმინდის რაიონში ალექსანდრე ჭავჭავაძიის ქუჩაზე მდებარეობს. 1913 წელს აშენებული საცხოვრებელი არქიტექტორ მიხეილ ნეპრინცევის მიერ დაპროქტდა და ის როგოვსკების ოჯახს ეკუთვნოდა. ნაგებობის ფასადი და შიდა დახურული ეზო არტ-ნუვოს სტილშია გადაწყვეტილი. მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული სახლი ახლა $440,000-ად იყიდება.

ფოტომასალა homies.ge-ს ეკუთვნის. აღწერაში კი ვკითხულობთ:

“აღსანიშნავია, რომ ამ სახლში 1918-1962 წლებში ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე — ლეო ქიაჩელი ცხოვრობდა, 1918-1977 წლებში კი სოციალისტური შრომის გმირი, ექიმი სიმონ ლეონიდეს ძე ქიქოძე. 1926-1944 წლებში სახლი ნიკო ლორთქიფანიძის საცხოვრებელს წარმოადგენდა. მოგვიანებით, ამ ბინის კიბეებზე მხატვარი ელენე ახვლედიანი ხშირად ხატავდა. 2016 წელს სახელმწიფო დაფინანსებით შენობა კაპიტალურად გამაგრდა, რა დროსაც სახლის საძირკველი, საყრდენი კედლები და თაღი განახლდა. გარდა ამისა, ადგილობრივმა მოსახლეობამ ფასადს რესტავრაცია ჩაუტარა საკუთარი ხარჯებით.
ამ სახლში მდებარე 80 მ2-ის მქონე ბინა.

სარემონტო სამუშაოები უამრავ სირთულესთან იყო დაკავშირებული. საჭირო გახდა გაყვანილობისა და ელექტრობის საფუძვლიანი გაკეთება, სანტექნიკის შეცვლა, ოთახების განახლება. ამ პროცესში უცვლელი დარჩა გეგმარებითი ნაწილი, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის გამო, ამგვარი ცვლილება ვერ განხორციელდა.

შეეცადა სახლის სილამაზე მაქსიმალურად შეენარჩუნებინა და ძველი დეტალები უცვლელად დაეტოვებინა. მაგალითად, რესტავრაცია ჩაუტარდა მე-19 საუკუნის კარ-ფანჯარასა და დარაბებს, რაც სახლს ძველ თბილისურ ატმოსფეროს სძენს.

ინტერიერი თეთრ ტონალობაშია გადაწყვეტილი, ძირითადი აქცენტი კი ძველებური სტილის განათებებსა და ორიგინალურ ავეჯზე კეთდება.

სახლში გამორჩეულ ადგილს იკავებს დიზაინით შექმნილი ავეჯი და დეკორატიული ელემენტები. მაგალითად, ყურადღებას იქცევს რბილი კარადა, რბილი სახელურითა და ფეხებით, რომელიც იტალიური ქსოვილით არის გაფორმებული და საძინებელს ამშვენებს.
ინტერიერში გვხვდება ქართული ტრადიციული დეტალებიც ­— მისაღებში განთავსებული ქვევრის მაგიდა ხის ზედაპირით. მაგიდას განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს საფრანგეთიდან ჩამოტანილი და საქართველოში რესტავრირებული სკამები.

ინტერიერში ასევე გვხვდება ძველებური ბრინჯაოს ჭაღები და ბრები, რაც საოცრად უხდება არქაულ ესთეტიკას და სივრცეს მდიდრულ იერს სძენს.

ბინაში შენარჩუნებულია ისტორიული ელემენტები, რაც სივრცეს სიძველის ხიბლს სძენს და საუცხოო გარემოს ქმნის.”-ნათქვამია ისტორიული სახლის აღწერაში.