ფოტოფაქტი: ხედი რომელიც ჩვენი ფანჯრებიდან დღითიდღე ქრება
kalaki.ge-ს ჩვენი მკითხველი ქალბატონი ილონა, ვაზისუბნის დასახლებიდან, საკუთარი ფანჯრიდან გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს და გვიყვება, ამბავზე რომელიც თბილისის უმეტეს მოდახლეობას ბოლო წლებია აწუხებს.
ეს აბავი, ფანჯრებიდან გამქარალ ხედებზეა და აქ ბევრი დედაქალაქელისთვის ახალი არაფერია, რადგან განაშენიანებამ და ურბანიზაციამ თავისი შედეგი გამოიღო. მწვანე თბილისი სადაც სახლის ფანჯრებიდან ჭადრები ჩანდა და ოთახის კედლებს მზე ათბობდა, თანდათან წარსული დდება, რადგან ხეების ნაცვლად კორპუსები აშენდა, რომელიც მზის სხივებს სხვა საცხოვრებლებისკენ აღარ ატარებს.
“ამ რამდენიმე ფოტოში რომელსაც გიგზავნით ახალი არაფერია, თუმცა მინდა გაჩვენოთ, როგორ ქრება ნელ-ნელა ჩემი ფანჯრიდან ხედი და ჩნდება კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი, რომლის ადგილას ერთ დროოს მშვენიერი მწვანე სივრცე იყო. ჩვენ მშენებლებთან პრეტენზია ვერ გვექნებოდა, რადგან კერძო საკუთრებაა მაგრამ იმის ყურება, როგორ დაჩრდილავს მზის სხივებს ბეტონის შენობა მალე ეს ძალიან არასასიამოვნოა.”- გვწერს ქალბატონი ილონა.
შეგახსენებთ, რომ ფოტოები ვაზისუბნის დასახლებაშია გადაღებული.