ფოტოფაქტი შავი ზღვისპირა ქალაქიდან – ბათუმი ახალ სეზონს ახალი მასშტაბური პროექტებით ხვდება

ზაფხულის სეზონის გახსნამდე ბათუმში 3 დღე რჩება, ჩასულ სტუმრებს ზღვისპირა ქალაქში ბევრი სიახლე დახვდება, რადგან მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები: ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის სრული რეაბილიტაცია და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელების მშენებლობა დასრულდა.

ფოტოფაქტი შავი ზღვისპირა ქალაქიდან – ბათუმი ახალ სეზონს ახალი  მასშტაბური პროექტებით ხვდება
ფოტოფაქტი შავი ზღვისპირა ქალაქიდან – ბათუმი ახალ სეზონს ახალი  მასშტაბური პროექტებით ხვდება
ფოტოფაქტი შავი ზღვისპირა ქალაქიდან – ბათუმი ახალ სეზონს ახალი  მასშტაბური პროექტებით ხვდება
ფოტოფაქტი შავი ზღვისპირა ქალაქიდან – ბათუმი ახალ სეზონს ახალი  მასშტაბური პროექტებით ხვდება

პროექტის ფარგლებში ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი 3 ლითონკონსტრუქციის საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის მშენებლობა დასრულდა.

საფეხმავლო სახიდე გადასასვლელი, პანდუსთან ერთად, უზრუნველყოფს კავშირს როგორც სამნაწილიანი ბულვარის მონაკვეთებს შორის, ისე ბულვარის კავშირს სანაპიროსთან.

ფოტოფაქტი შავი ზღვისპირა ქალაქიდან – ბათუმი ახალ სეზონს ახალი  მასშტაბური პროექტებით ხვდება
ფოტოფაქტი შავი ზღვისპირა ქალაქიდან – ბათუმი ახალ სეზონს ახალი  მასშტაბური პროექტებით ხვდება

ინფორმაციას ახალი პროექტის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

“გმირთა ხეივანი, მაღალი ინტენსივობის განაშენიანების გამყოფი სივრცეა, რომელიც საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში და ფაქტობრივად, უფუნქციო იყო. მისი რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებდა სივრცის განვითარებას და ფუნქციურ დატვირთვას. პროექტი, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორ ეტაპად დაიგეგმა. სამუშაოები დასრულებულია და ახალი ტურისტული სეზონისათვის ბათუმს ახალი დასასვენებელი სივრცე უკვე შეემატა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25.4 მილიონი ლარით დაფინანსდა“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.