ფოტოფაქტი – ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის საფარი აღდგა და საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია

საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის საფარი აღდგა და საავტომობილო მოძრაობა თავისუფლად არის შესაძლებელი. ნახეთ როგორ გამოიყურება დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი.

ფოტოფაქტი – ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის საფარი აღდგა და საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია
ფოტოფაქტი – ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის საფარი აღდგა და საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია
ფოტოფაქტი – ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის საფარი აღდგა და საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია
ფოტოფაქტი – ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის საფარი აღდგა და საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია
ფოტოფაქტი – ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის საფარი აღდგა და საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია

„ბახტრიონის ქუჩაზე საავტომობილო გზა ჩავარდნილი იყო. პრობლემა გამოიწვია ჩოგბურთის კორტების მშენებლობამ. პირველ რიგში, ტერიტორიაზე არსებული კედლის გამაგრების სამუშაოები ჩატარდა, შემდეგ კი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო. პროექტი უკვე დასრულებულია, რომლის ფარგლებში მოეწყო ტროტუარი და გზაგამყოფები, რომელიც გამწვანებულია. ასევე, დამონტაჟდა LED განათების ბოძები. საავტომობილო მოძრაობა, რომელიც შეზღუდული იყო, დღეიდან უკვე თავისუფლადაა შესაძლებელი. გზის სავალი ნაწილი დახაზულია და მოწესრიგებულია ყველანაირად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსნებთ, რომ საგზაო სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა აწარმოა. თავდაპირველად, ტერიტორიაზე მომუშავე კერძო კომპანიამ გრუნტის დამჭერი კედელი გაამაგრა და წარმოადგინა შესაბამისი დასკვნა, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები დაიწყო.