სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო ფალიაშვილის ქუჩიდან, სადაც მიმდინარე მშენებლობისთვის ბარიკადები პირდაპირ ტროტუარზე დგას
დედაქალაქში სამშენებლო ისტერია, უკვე წლებია ზიანს აყენებს მოქალაქეებს, თუმცა აღნიშნული პრობლემა მანამ არ მოგვარდება სანამ საბოლოოდ არ დასრულდება სამშენებლო ქაოსი.
კონკრეტული ფოტო თბილისში, ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზეა გადაღებული, სადაც მიმდინარე მშენებლობის მიზნით, ბარიკადები პირდაპირ ტროტუარზეა მოწყობილი, მოქალაქეებს კი გზის სავალ ნაწილზე უწევთ გადასვლა, რომ აღნიშნული მონაკვეთი გაიარონ. მოქალაქე, რომელიც ფოტოს აქვეყნებს, მცირეწლოვანთან ერთად ეტლით გადაადგილდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გზის სავალ ნაწილზე გადასვლა მცირეწლოვანთან ერთად ეტლით მოუწევს. მსგავსი უამრავი შემთხვევაა ყოველ დღე, სამწუხაროა, რომ მშენებლები მოქალაქეებს არაფერში არ ითვალისწინებენ და მხოლოდ საკუთარ ბიზნესზე ფიქრობენ, რომ კიდევ ერთი ბეტონის კონსტრუქციის აშენება მოასწრონ დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში.