ფოტოფაქტი გლდანიდან-ცხოვრება მშენებლობასთან ერთად და განაშენიანების ბნელი მხარე

როგორ გამოიყურება განაშენიანების ბნელი მხარე, ეს დედაქალაქელებისთვის კარგადაა ნაცნობი, რადგან ბოლო ათწლეულია თბილისის მშენებლობის ისტერიაში ცხოვრობს. გთავაზობთ ფოროებს გლდანიდან სადაც ერთი ძველი სახლის ეზოში მეორე ახალი მრავალსართულიანი შენობა შენდება.

ფოტოფაქტი გლდანიდან-ცხოვრება მშენებლობასთან ერთად და განაშენიანების ბნელი მხარე
ფოტოფაქტი გლდანიდან-ცხოვრება მშენებლობასთან ერთად და განაშენიანების ბნელი მხარე
ფოტოფაქტი გლდანიდან-ცხოვრება მშენებლობასთან ერთად და განაშენიანების ბნელი მხარე

ძველი ორსართულიანი საცხოვრებლის ეზოში, ახალი მშენებლობის დასაწყებად მიწა მომზადებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე ბალავერი ჩაისხმება. აქ სრულდება ხედისა და სივრცის პერსპექტივა, რადგან ორსართულიანი საცხოვრებელი მალე უზარმაზარ შენობაში ჩაიკარგება.

გლდანის I მ/რ-ში მარატ ნოზაძის 18-ში, თბილისისთვის უჩვეულო არაფერია. ერთი შენობის ეზოში მეორე შენდება და მშენებლობა პირდაპირ საცხოვრებელი ფანჯრების წინ მიმდინარეობს. მიწა ღრმადაა ამოღებული, რადგან როგორც kalaki.ge-მ გაარკვია ადგილზე კომბანია BAUMEISTER DEVELOPMENT-ი 16-სართულიან საცხოვრებელს მოიცავს, რომელის მშენებლობა 2023 წელს უნდა დასრულდეს. მაგრამ მანამ, სანამ მშენებლობა დასრულდება, მის წინ მაქცხოვრებლებს, მოუწევთ, იცხოვრონ, ცემენტის სუნსა და სამშენებლო ხმაურში.