“მოხევე ქალი”-ფოტო კადრი თბილისის ქუჩიდან

თბილისში, საბჭოთა არქიტექტურის ნაცრისფერი შენობები, რომლებიც არც თუ ისე სასიამოვნო განცდებს იწვევს, ბოლო პერიოდია, მის გაფერადებას ახალი თაობა ცდილობს.

“მოხევე ქალი”-ფოტო კადრი თბილისის ქუჩიდან
“მოხევე ქალი”-ფოტო კადრი თბილისის ქუჩიდან

მაღალსართულიანი შენობების ჩამქრალ კედლებზე, ხშირად შეხვდებით ე.წ. კედლის მხატვრობას, რომლებიც სხვადასხვა ნახატებით აცოცხლებს საბჭოთა წარსულის შენობებს.

სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ფოტო გავრცელდა, რომელიც წარსულის ნაცრისფერ კედლებს, აფერადებს და ახალისებს. “მოხევე ქალი” ამ სახელწოდებისაა ნახატი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე მაღალსართულიან შენობას ამშვენებს.

ნახატის ინსპირაცია, სერგი მაკალათიას ფოტოარქივიდან 1927 წელს გადაღებული კადრია.