„პოლიციის ქალაქში“ შვიდი მრავალსართულიანი კორპუსი შენდება-რამდენი პოლიციელი შეძლებს საცხოვრებლის მიღებას
პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე შვიდი მრავალსართულიანი კორპუსი შენდება და ბინას 1000-მდე პოლიციელი მიიღებს-ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას გაავრცელა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში პოლიციელთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესების საკითხზე ისაუბრა:
„პოლიციელთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესების მიზნით, 2023 წელს, თბილისში დაიწყო „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა. „პოლიციის ქალაქში“ შვიდი მრავალსართულიანი კორპუსი შენდება და პროექტის ფარგლებში პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ბინას 1000-მდე პოლიციელი მიიღებს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.