პირველი „ესპანური კვარტალი“ თბილისში – ახალი საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსი ქალაქის შუაგულში
წლების განმავლობაში სამშენებლო ბუმმა საქართველო წარმოუდგენელი სისწრაფით მოიცვა
წლების განმავლობაში სამშენებლო ბუმმა საქართველო წარმოუდგენელი სისწრაფით მოიცვა. დეველოპერები სხვადასხვა ხრიკებით ცდილობენ მომხმარებლების მიზიდვას. გარდა იმ აქციებისა ან საშეღავათო პირობებისა, რომლებსაც ისინი მომხმარებელს სთავაზობენ, წლების განმავლობაში გაჩნდა სხვადასხვა დასახელების უბნები.
ზუსტად 8 წლის წინ ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ასპარეზზე „ელთ ბილდინგ დეველოპმენტი” შემოვიდა. დეველოპერმა თავდაპირველად ბათუმი შეარჩია, როგორც მთავარი სამშენებლო მოედანი, აქტიურად განვითარებადი საკურორტო ქალაქი, შეუზღუდავი საინვესტიციო პოტენციალითა და მაქსიმალური მიმზიდველობით უძრავი ქონების მყიდველებისათვის. აქ კომპანია აშენებს თანამედროვე სასტუმროსა და საცხოვრებელ კომპლექსებს, რომლებშიც შესაძლებელია ბინების შეძენა, როგორც პირადი ცხოვრებისათვის, ასევე დამატებითი შემოსავლის მისაღებად.
დეველოპერს ექვსი მიმდინარე პროექტიდან 5 ბათუმში აქვს წარმოდგენილი:
Compact House – ბათუმში რურუას 10 ნომერში, სანაპირო ზოლიდან ორი კილომეტრის დაშორებით შენდება. 6-სართულიანი ერთი შენობა 55 ბინას მოიცავს. ბინების ზომა 42-დან 126 კვადრატულ მეტრამდე მერყეობს. პროექტის დასრულება 2025 წელს იგეგმება. კომპლექსში არსებული ბინების 1 კვ.მ-ის ფასი 825 დოლარიდან იწყება.
Optima Residence – ბათუმში, ლეხ და მარია კაჩინსკის ქუჩაზე არსებული 18-სართულიანი პროექტია. 469 ბინის ზომა 37-დან 139 კვადრატულ მეტრამდე მერყეობს. თითოეული მათგანი მომხმარებელს სურვილის მიხედვით შავი კარკასით ან დასრულებული რემონტით ბარდება. 1 კვ.მ-ის ფასი კი 950 დოლარიდან იწყება.
Marina Club – ბათუმში ლეხ და მარია კაჩინსკის ქ. 19/1-ში მდებარეობს. A, B და C ბლოკისაგან შემდგარ პროექტში ბინები უკვე ამოყიდულია. დარჩენილია მხოლოდ 266 ბინა A ბლოკში, რომლიც 16 სართულისაგან შედგება. 27,45–81,51 კვადრატული მეტრის ფართები მომხმარებელს მწვანე კარკასით, დასრულებული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით უზრუნველყოფილი ბარდება. პროექტი 2025 წელს სრულდება. აქ წარმოდგენილი ბინების 1 კვ.მ-ის ფასი 1 350 დოლარიდან იწყება.
Rainbow – ბათუმში ადლიის ქ. 2/4/6-ში მდებარეობს. ზღვამდე 100 მ მანძილით დაშორებული კომპლექსი, ერთი 15-სართულიანი შენობისაგან შედგება. კომპლექსი საბავშვო მოედანს, სპა ცენტრს, ფიტნეს დარბაზს, საცურაო აუზსა და კომერციულ ფართებს მოიცავს. აქ წამოდგენილი 505 ბინის ფართი 23,2-დან 78,7 კვადრატულ მეტრამდე მერყეობს. პროექტი 2024 წელს ბარდება. ამ ეტაპზე დეველოპერისაგან გასაყიდი ბინები არ არის წარმოდგენილი, მათი შეძენა მხოლოდ მეორად ბაზარზეა შესაძლებელი.
Sunset – ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქ. 34/34ა -ში არსებული 15-სართულიანი პროექტია. 450 ბინისაგან შემდგარ შენობაში ფართები 29,12-დან 92,72 კვადრატული მეტრამდე მერყეობს. პროექტი საბავშვო მოედნით, მიწისქვეშა პარკინგითა და კომერციული ფართებითაა წარმოდგენილი. პროექტის დასრულება 2024 წელს იგეგმება კომპლექსში ყველა ბინა გაყიდულია, მხოლოდ მეორად ბაზარზეა შესაძლებელი მათი შეძენა.
„ესპანური კვარტალი თბილისში“ – ეს კი ბათუმის შემდეგ კომპანია „ელთ ბილდინგის“ პირველი პროექტია დედაქალაქში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 50 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.
2024 წლიდან საქარველოში პირველად, საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების, მრავალმხრივი კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა და უკვე არსებული გამოცდილების, რეპუტაციის გათვალისწინებით „ელთ ბილდინგი“ გახდა “Barceló Hotel Group”-ის რჩეული პარტნიორი ექსკლუზიური თანამშრომლობის პირობით. “Barceló Hotel Group” ესპანეთის ნომერ მე-2 სასტუმროების ქსელია და მსოფლიოში ტოპ 20-ში თავისი მასშტაბით. ამჟამად მას აქვს 250-ზე მეტი, 4 და 5 ვარსკვლავიანი, ურბანული და დასასვენებელი სასტუმრო და 22 ქვეყანაში განაწილებული 55 000-ზე მეტი ნომერი, 4 სხვადასხვა ბრენდის ქვეშ.
კომპანია „ელთ ბილდინგი” პირველ “ესპანურ კვარტალს”, ახალ საცხოვრებელ და სასტუმრო კომპლექსს ქალაქის შუაგულში, მდინარე მტკვრისა და ძველი თბილისის პანორამულ ხედებით, ქალაქის ცენტრიდან 10 წუთის მანძლზე, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. N12-ში აშენებს.
“ესპანური კვარტალი”, რომელიც 9,000 კვ. მ-ზე იქნება წარმოდგენილი, განსხვავებული არქიტექტურის მქონე 2 კომპლექსს, აპარტამეტებსა და ტერასებს გააერთიანებს.
5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტების გარემო, სერვისების მრავალფეროვნება, გამწვანება, სპა, აუზი, ფიტნეს ცენტრი, ლობი და კონსიაჟი, მიწისქვეშა პარკინგი და კომერციული ფართების მრავალფეროვანი არჩევანი – ეს სწორედ ის ჩამონათვალია რასაც კომპლექსი აერთიანებს.
A და B ბლოკისაგან შემდგარ ორ შენობაში, 30.34-დან 198.21კვადრატულ მეტრამდე წარმოდგენილი ბინები მომხმარებელს თეთრი კარკასის მდგომარეობით ჩაბარდება. 1 კვ.მ-ს ფასი 1 300 დოლარიდან იწყება.