ანიმაციური ფილმები მთელი მსოფლიოდან-TIAF 2023 თბილისის მეექვსე საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი ჩატარდება

TIAF 2023-წელს 2 ნოემბრიდან - 5 ნოემბრის ჩათვლით, ჩატარდება.

ანიმაციური ფილმები მთელი მსოფლიოდან-TIAF 2023 თბილისის მეექვსე საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი ჩატარდება

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ანიმაციური ფილმების საკონკურსო პროგრამა მთელი მსოფლიოდან, თემატური პროგრამები, სტუმარი ფესტივალის საუკეთესო ფილმების პროგრამები.

ღონისძიება მოიცავს ასობით ანიმაციური ფილმის ჩვენებებს, ვორქშოპებს, ფილმის ავტორებთან შეხვედრებსა და გამოფენებს.

ანიმაციური ფესტივალი კოსტავას 36 ნომერში კინოთეატრ ამირანში ჩატარდება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: Tbilisi International Animation Festival – TIAF, საქართველოს კინოაკადემია/Georgian Film Academy

რაც შეეხება ფესტივალის განრიგს, ის საზოგადოებისთვის ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა.