თბილისის საკონცერტო დარბაზთან არსებული შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა

პროექტი სტორიული იერსახის შენარჩუნებას ითვალისწინებდა-ასე განმარტა დედაქალაქის მერმა თბილისის საკონცერტო დარბაზთან არსებული შადრევნის რეაბილიტაცია. მისივე განმარტებით, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე 5 მლნ ლარი დაიხარჯა.

თბილისის საკონცერტო დარბაზთან არსებული შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა

„ეკოსერვის ჯგუფმა“ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ, შადრევნის რეაბილიტაცია განახორციელა. სამუშაოები შადრევნის ისტორიული იერსახის შენარჩუნებას ითვალისწინებდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად განახლდა შადრევნის კედლის წყლის ფარდა, აუზი, ტუმბო-აგრეგატი, მართვის ოთახი და დამცლელი მილი; შეიცვალა შადრევნის კედლის ქვედა ფილები და მოპირკეთდა გრანიტით. მოეწყო განათებები, ამომფრქვევები და ელექტროსადენები.

სამუშაოების ღირებულებამ, დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. აღნიშნული ტერიტორია ჩვენ მთლიანად მოვაწესრიგეთ და დღეს, ყველანაირად კეთილმოწყობილია“, – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ტერიტორიაზე ასევე, მიწისქვეშა გადასასვლელებიც განახლდა.