ავიაკომპანია Pegasus 22 დეკემბრიდან ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას იწყებს
Pegasus-ის ქუთაისის აეროპორტში ოპერირების შესახებ, ინფორმაცია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა.
ავიაკომპანია Pegasus დეკემბრის ბოლოდან, კვირაში3 სიხშირით, ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით იფრენს.
როგორც აღმოჩნდა მოლაპარაკებები ჯერ კიდევ პანდემოამდე დაიწყო.
„ერთობლივი ძალისხმევით კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დავასრულეთ. შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Pegasus დეკემბრის ბოლოდან, კვირაში3 სიხშირით, სტამბოლის მიმართულებით იფრენს.
საბოლოო გადაწყვეტილება ავიაკომპანიაPegasus-მა სტამბოლში, საავიავიო ფორუმ Routes World-ის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო. სტამბოლი არის ახალი მიმართულება ქუთაისის აეროპორტისთვის, რომელიც ტრანზიტულ მზგავრებსაც მოემსახურება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვართ, ძალიან წარმატებული იქნება და იმერეთის რეგიონისტურისტულ და ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს“,- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ თურქული ავიაკომპანია Pegasus ბაზარზე 1990 წლიდან ოპერირებს და ამ დროისთვისფრენებს 50 ქვეყნის 130 მიმართულებით ახორციელებს ფრენებს.