პატარა საცხოვრებელი მკვეთრი ფერებით, რომელიც ჰარმონიულ გარემოს ჰქმნის – ერთსაძინებლიანი საცხოვრებელი ბაგებიდან
ძველ საცხოვრებლებში თითქმის ვერ შეხვდებოდით, ფერად ინტერიერს, თუმცა თანამედროვე არქიტექტურა და დიზაინი ჩარჩოებში არ ექცევა და ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი, დამკვეთის სურვილის მიხედვით. ამიტომ, ბოლო პერიოდის ტენდენცია სწორედ ფერადი ინტერიერია. საცხოვრებელი რომლის ფოტოებსაც გთავაზობთ ბაგებში მდებარეობს და მისი ფართი 55 მ2-ია.
პატარა საცხოვრებელი მოიცავს ერთ საძინებელს, სველ წერტილს, სტუდიოს სადაც სამზარეულო და მისაღები ერთიანდება. აღნიშნულ მასალას Homies.ge ავრცელებს.
საცხოვრებლის მისაღები ზონა ღია ტონალობაშია – კრემისფერ ფერებშია გადაწყვეტილი. სივრცეს ბუნებრივი გამწვანება კი აცოცხლებს. რაც შეეხება სამზარეულოს, ვარდისფერი სკამები, მთელ ოთახს გამორჩეულ ესთეტიკას ანიჭებს.