როგორ აითვისეს ფუნქციურად ყველა ზონა, არასტანდარტულად პატარა საცხოვრებელში-35 კვ.მ. ბინა ძველი თბილისიდან
დედაქალაქში უძრავი ქონების მიმართულებით ყველაზე დიდი მოთხოვნა გაყიდვების მხრივ, პატარა საცხოვრებლებზეა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ბინებზე დიდი მოთხოვნაა ძველ თბილისში, რომელიც იდიალურ საინვესტიციო ლოკაციად რჩება. სწორედ ასეთ სახლზე გიამბობთ, რომელიც სულ 35 კვ.მ-ია, თუმცა მისი ყველა ზონა ფუნქციურად ათვისებულია.
ბინის დიზაინერი ნინი ჯღამაძეა, დასრულებული პროექტის შესახებ კი ინფორმაციას homeis.ge ავრცელებს. საცხოვრებლის კვადრატულობის სიმცირის მიუხედავად,ბინა ფუნქციურობით და კომფორტულობით გამოირჩევა.
ბინა ოთხი ძირითადი ზონისგან შედგება — სამზარეულო, სასადილო, მოსასვენებელი, სააბაზანო და საძილე კუთხე. ზონალური დაყოფისთვის, უმეტესად, ავეჯი და განათებაა გამოყენებული. ასევე, საძილე ნაწილში კონტრასტული კედლის ფერი გვხვდება, რაც ამ ადგილს მეტად გამოკვეთს და დანარჩენი სივრცისგან მიჯნავს.
შავი ფერის სამზარეულოს გამოარჩევს ასეთივე ფერის კედელი რომელიც, როგორც აღმოჩნდა მუშაობის პროცესში ბუნებრივად გამოჩნდა კედლის მიღმა, რისი დატოვებაც და შეღებვა გადაწყვიტეს.
ბოლო დროს განსაკუთრებით აღსანიშნავია, მსგავსი კვადრატულობის სახლებში ყოველთვის არსებობს სამუშაო სივრცე, რომელიც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სულაც არ ტვირთავს ბინას, პირიქით მეტ სიმყუდროვესა და მრავალფეროვნებას სძენს.