ვინ ამზადებს ქალაქში ყველაზე გემრიელ პასკას? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად თბილისელებს “ბაზარი ორბელიანზე” სააღდგომო გამოფენაზე უმასპინძლებს
20 კომპანია, თბილისელებს თავიანთი წარმოების სააღდგომო პასკას შესთავაზებს, ტკბილეულის მოყვარულებს ორგანიზატორები, მრავალფეროვან გემოებსა და დიდ არჩევანს ჰპირდებიან.
სააღდგომო პასკა, ის მნიშვნელოვანი საკონდიტრო ნაწარმია, რომელსაც აღდგომის დღესასწაულზე ყველა ოჯახი ამზადებს, ხშირად სხვადასხვა საკონდიტროები, ცდილობენ საკუთარი ნაწარმი იყოს გამორჩეული ამიტომ ყოველ წელს მომხმარებელს ახალ გემოებს სთავაზობენ. ეს შეიძლება ითქვას ერთგავრ შეჯიბრში გადაიზრდება, რადგან მომხმარებელი შემდეგ საჯაროდ განიხილავს ამა თუ იმ კომპანიის ნაწარმს. ამჯერად “ბაზარი ორბელიანზე” მისულ თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს, 20 კომპანიის პასკის დაგემოვნებისა და ყიდვის შესაძლებლობა ექნებათ.