თბილისის მთავარ ქუჩაზე, საქართველოს უამრავი საინტერესო და ულამაზესი ადგილია - თეატრები, მუზეუმები, უძველესი ქანდაკებები, კაფეები, რესტორნები და ტაძრები - ეს ყველაფერი განთავსებულია შენობებში, რომელთა უმრავლესობა ძველ არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს.

დღეს რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედნიდან შოთა რუსთაველის მეტრომდეა გადაჭიმული და კოსტავას ქუჩას უერთდება. მისი სიგრძე 1500 მეტრამდეა და წარმოადგენს კულტურულ და საკულტო ცენტრს, საზოგადოებრივ და სავაჭრო ზონას, ადმინისტრაციული და საოფისე ფართების თავმოყრის ადგილს.

გამზირმა და მასზე არსებულმა შენობა ნაგებობებმა, რამდენჯერმე განიცადა ძირეული სახეცვლილება. ამის საუკეთესო მაგალითია რუსთაველის გამზირზე არსებული, ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, სადაც ქვეყნისთვის არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი წყდებოდა და დღესაც წყდება.

ერთი ადგილი ორი სრულიად განსხვავებული დანიშნულების მქონე შენობისთვის

იქ, სადაც დღეს პარლამენტის შენობაა, 1930 წლის 7 თებერვლამდე წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობაზე აგებული, ახალი სამხედრო ტაძარი, ე. წ. სობორო იდგა, რომელიც კავკასიის ომში, ჩრდილოეთ კავკასიის მთიელ ხალხთან, რუსეთის გამარჯვების აღსანიშნავად აღიმართა და შუა საუკუნეების რუსი წმინდანის ალექსანდრე ნეველის სახელს ატარებდა.

ნეობიზანტიური სტილის ნაგებობის პროექტი დ. გრიმს ეკუთვნის. მის აშენებაზე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ს.ა. შერემეტიევს, რომელიც ტაძრის აშენებას ვერ მოესწრო.

ერთი ადგილი ორი სრულიად განსხვავებული დანიშნულების მქონე შენობისთვის

საძირკვლის გაჭრას წინ უძღოდა არქიტექტურული კონკურსი, რომლის შედეგადაც I პრემია მიენიჭა პეტერბურგელი არქიტექტორების ვ. შრეტერისა და ჰ. ჰუნის პროექტს, ხოლო II პრემია – პროფესორ დ. გრიმისა და ჰედიკეს პროექტს. აკადემიკოსმა გრიმმა თავი გამოავლინა, როგორც ბიზანტიური არქიტექტურის ზედმიწევნით მცოდნემ. მისი დაპროექტებული ტაძარი გვევლინება ბერძნულ-ბიზანტიური სტილის საუკეთესო ნიმუშად – აქვეყნებდა გაზეთი -„კავკაზი“.

ერთი ადგილი ორი სრულიად განსხვავებული დანიშნულების მქონე შენობისთვის
ერთი ადგილი ორი სრულიად განსხვავებული დანიშნულების მქონე შენობისთვის

ტაძარი გეგმაში ტოლგვერდა ჯვარს წარმოადგენდა, რომელზეც იდგა 16-წახნაგა გუმბათის ყელი. სიმაღლით 30 მეტრს აღწევდა, ფუძის ფართობი კი 600 კვ. მეტრს აღემატებოდა.

ფუნდამენტი ჩამოსხმული იყო ბეტონისა და სოლოლაკის ქვის ნაზავისაგან. აგურის კედლები მოპირკეთდა ქუთაისის (ვარდისფერი) და ძეგამის (თეთრი) ქვებით. სამრეკლოს გვერდით მდებარე ნაგებობები აგებული იყო სოლოლაკისა და ძეგამის ქვებით. ტაძარში შესასვლელი კიბეები, რელიეფური ორნამენტები ქუთაისის ქვებით აშენდა. გუმბათი აეწყო შბედლერის გეგმის მიხედვით. ჯვრები ტაძარზე იყო მოოქროვილი ბრინჯაოსი. 4-იარუსიანი სამრეკლო რამდენიმე ზარისაგან შედგებოდა, რომელთა საერთო წონა 600 ფუთამდე იყო. ტაძარი რკინის ჯებირით იყო შემოფარგლული, რომელსაც სამი შესასვლელი ჰქონდა. ცენტრალური შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს ტაძარზე აღმართული იყო ალექსანდერე ნეველის ხატი, რომლის წინაც მუდამ ბჟუტავდა მოოქროვილი ბრინჯაოს კანდელი, რომელსაც სამეფო გვირგვინის ფორმა ჰქონდა. ტაძარს ერთი მთავარი შესასვლელი ჰქონდა, სადაც მუხის მასიური ხისგან გამოჭრილი კარი იდგა, რომელსაც ხეზე ნაკვეთი ჩუქურთმები და ბრინჯაოს ორნამენტები ამშვენებდა. ამის გარდა იყო კიდევ ორი შესასვლელი: ერთი საკურთხეველში და მეორე სამკვეთლოში. ტაძარს ასევე ჰქონდა სარდაფი, რომლისთვისაც ცალკე შესასვლელი იყო განკუთვნილი.

ერთი ადგილი ორი სრულიად განსხვავებული დანიშნულების მქონე შენობისთვის
ერთი ადგილი ორი სრულიად განსხვავებული დანიშნულების მქონე შენობისთვის

ტაძარი ნათდებოდა 81 სარკმელით და ცენტრში დაკიდული 218 ელექტრონათურიანი ჭაღით, რომელიც 1838 სანთლის ექვივალენტის სიკაშკაშე ჰქონდა. ასევე განთავსებული იყო სხვადასხვა ადგილას 56 ელექტრონათურა. ჰაერის ცირკულაციას უზრუნველყოფდა 8 ელექტრო ვენტილიატორი, რომელთაც შეეძლოთ საათში 1500 კუბური საჟენი მოცულობის ჰაერის ამოქაჩვა. გათბობის საჰაერო-წყლის სისტემა განთავსებული იყო სარდაფში.

ტაძარი მოხატული იყო პეტრე კოლჩინისა და ლუდვიგ ლონგოს მიერ. მარმარილოთი მოწყობილი კანკელი 1-იარუისანი იყო, შიგადაშიგ მოოქროვილი. მარმარილოს ზედვე ამოკვეთილი ჩუქურთმები ამშვენებდა.

ერთი ადგილი ორი სრულიად განსხვავებული დანიშნულების მქონე შენობისთვის

ტაძრის პილონებზე მიმაგრებული იყო 4 დიდი ნაცრისფერი მარმარილოს დაფა, რომლებზეც დაწერილი იყო ყველა იმ მაღალმოხელისა და ოფიცრის გვარი, რომელთაც კავკასიელ მთიელთა დამორჩილებაში „ღვაწლი მიუძღოდათ“. შესასვლელში, აფსიდის კედლებზე, ჩამოწერილი იყო იმ სამხედრო ნაწილებისა და დანაყოფების დასახელებები, რომლებიც კავკასიის დამორჩილებაში მონაწილეობდნენ.

ერთი ადგილი ორი სრულიად განსხვავებული დანიშნულების მქონე შენობისთვის

ტაძარი 3-ეკლესიანი ყოფილა, შუა – ალექსანდრე ნეველის, მარჯვენა -მიქაელ მთავარანგელოზის და მარცხენა – წმინდა ნიკოლოზის სახელობის.

ტაძარს 1917 წლამდე, საქართველოს ეგზარქატი განაგებდა, რის შემდეგაც იგი ავტოკეფალიამინიჭებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს გადაეცა. 1921 წლის თებერვალში ტაძრის ეზოში საქართველოს სამხედრო სკოლის სტუდენტები დაასაფლავეს, რომლებიც წითელ არმიასთან ბრძოლაში დაიღუპნენ. 1930 წლის 7 თებერვალს საბჭოთა მმართველობამ, მთავრობის სახლის ასაშენებლად ტაძრის დემოტაჟი დაიწყო. ამჟამად მის ადგილას საქართველოს პარლამენტის შენობა ფუნქციონირებს.

ერთი ადგილი ორი სრულიად განსხვავებული დანიშნულების მქონე შენობისთვის
ერთი ადგილი ორი სრულიად განსხვავებული დანიშნულების მქონე შენობისთვის

1932 წლის დადგენილებით, შეიქმნა მშენებლობის კომიტეტი და მთავრობის სასახლის პროექტზე კონკურსი გამოცხადდა. პროექტები სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების არქიტექტორებმა წარადგინეს და საბოლოოდ, ვიქტორ კოკორინისა და გიორგი ლეჟავას პროექტმა გაიმარჯვა.

1933 წლის 17 სექტემბერს მშენებლობას საფუძველი საზეიმო ვითარებაში ჩაეყარა და მას მთავრობის წარმომადგენლები, არქიტექტორები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები დაესწრნენ. მშენებლობის უფროსად არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი სიკო ფიცხელაური დანიშნეს.

ერთი ადგილი ორი სრულიად განსხვავებული დანიშნულების მქონე შენობისთვის
ერთი ადგილი ორი სრულიად განსხვავებული დანიშნულების მქონე შენობისთვის

მშენებლობა ორ ეტაპად მიმდინარეობდა – 1933-1938 და 1946-1953 წლებში. თავდაპირველად აშენდა შენობის უკანა, ანუ ბ კორპუსი, შემდგომ წინა – ა მთავარი კორპუსი, სადაც უნდა განთავსებულიყო საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი ორგანოები – უმაღლესი საბჭო და მინისტრთა საბჭო. ნაგებობა რუსთაველის პროსპექტიდან, 13 მეტრით სიღრმეში იყო შესული, რაც მის აღქმას აადვილებდა და უკეთ აჩენდა ნაგებობის მასშტაბებს.

გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს, რუსთაველის პროსპექტზე აიყარა ტრამვაის ლიანდაგი, დაიგო ასფალტი და მასზე ტროლეიბუსების მიმოსვლა გაჩაღდა. მშენებლობის მეორე ეტაპზე, კოკორინისა და ლეჟავას პროექტში მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო და თავისი შესწორებები შეიტანა არქიტექტორმა, ვლადიმერ ინასარიძემ. საბოლოოდ, მთავრობის სასახლის შენობის აგება, ამ სამი არქიტექტორის სახელს უკავშირდება.

ერთი ადგილი ორი სრულიად განსხვავებული დანიშნულების მქონე შენობისთვის
ერთი ადგილი ორი სრულიად განსხვავებული დანიშნულების მქონე შენობისთვის

მოგვიანებით, 1965 წლის შემოდგომაზე, რუსთაველის გამზირის მხარეს, შენობის კიბის წინ, კვარცხლბეკზე, ორი მონუმენტური კომპოზიცია დაიდგა. აქვე გაამწვანეს ტერასებიც, რომლებიც შემდეგში შადრევნებმა ჩაანაცვლა.

ერთი ადგილი ორი სრულიად განსხვავებული დანიშნულების მქონე შენობისთვის
ერთი ადგილი ორი სრულიად განსხვავებული დანიშნულების მქონე შენობისთვის

პარლამენტის შენობის წინ 1989 წლის 9 აპრილის, ტრაგიკული მოვლენები ვითარდებოდა. სწორედ აქ, საბჭოთა არმიამ, ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რაც მსხვერპლით დამთავრდა. დღეს, პარლამენტის წინ, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი დგას.

ერთი ადგილი ორი სრულიად განსხვავებული დანიშნულების მქონე შენობისთვის
ერთი ადგილი ორი სრულიად განსხვავებული დანიშნულების მქონე შენობისთვის
ერთი ადგილი ორი სრულიად განსხვავებული დანიშნულების მქონე შენობისთვის
ერთი ადგილი ორი სრულიად განსხვავებული დანიშნულების მქონე შენობისთვის

რაც შეეხება წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარს – მის შესახებ დისკუსია ისტორიკოსებს შორის დღესაც მიმდინარეობს – ჰქონდა თუ არა რუსულ სამხედრო ტაძარს მხატვრული ღირებულება და უნდა დაენგრიათ თუ არა ის?

ისტორიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ტაძარს არავითარი მხატვრული ღირებულება არ გააჩნდა. მათი აზრით, ტაძარი სრულებით უცხო იყო თბილისისთვის თავისი უმსგავსო გარეგნობითა და თავისი არსით, უცხო იყო სულითა და ხორცით. მისი დანგრევა გამართლებული იყო როგორც იდეური, ისე წმინდა ესთეტური თვალსაზრისით. თეოლოგების ნაწილი ამბობს იმასაც, რომ ტაძრის აღდგენის თაობაზე საუბარიც კი უსაფუძვლოა.

თქვენ როგორ ფიქრობთ, არის დღეს ამ ტაძრის აღდგენის საჭიროება?