მანქანის გასაჩერებლად თვითნებურად მოგლეჯილი ჯებირი – საპარკინგე ისტერია თბილისში
ის, რომ დედაქალაქში მანქანის გაჩერების პრობლემა ყველა უბანშია, ამაზე დიდი ხანია საზოგადოება საუბრობს, თუმცა საკითხის აღმოფხვრის ნაცვლად პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება, ამას ემატება სტატისტიკური მონაცემებიც, რომლის მიხევითაც დედაქალაქში მანქანების რაოდენობა გაიზარდა. ვინ როგორ აგვარებს, საკუთარი ავტომობის გაჩერების პრობლემას ეს ცალკე საკითხია, დედაქალაქის ქუჩებში პარკინგის უცნაურ პრაქტიკას არა ერთხელ წააწყდებით.
განსაკუთრებით, დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელზეც ასახულია თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის 7 ნომერი, სადაც ვიდეოს ავტორის განმარტებით, ტროტუარის ჯებირები, სწორედ მაქანის გასაჩერებლად თვითნებურად მოხსნენ.
გავრცელებულ ვიდეოს საზოგადოების მხრიდან, რეაქცია მოჰყვა, ისინი ფაქტზე სამართალდამცავი ორგანოს ჩართვას მოითხოვენ.