პარკირების მაღალი ფასები თბილისის მოლებში – რა უჯდებათ მოქალაქეებს მანქანის გაჩერება
იმ შემთხვევაში თუკი, "სითი მოლსა" და "გალერია თბილისში", მაქანის გაჩერებას 12 საათი აპირებთ, პარკირებისთვის 40 ლარის გადახდა მოგიწევთ.
“სითი მოლში” პარგირების პირველი ერთი საათი 1-ლარი ღირს, ხოლო ყოველი მომდევნო საათი 2-ლარი. ამასთან მთელი დღით, 12 საათით ავტოსადგომზე მანქანის დატოვება 40-ლარი ღირს.
“გალერეა თბილისში” ავტომობილის გაჩერება ნახევარი საათით უფასოა, ხოლო მომდევნო ყოველი საათი 3-ლარი ღირს.
3-ლარი ღირს “თბილისი ცენტრალში” გაჩერებაც.
“გლდანი მოლის” პარკირების ფასი პირველი ერთი საათი 2-ლარს, ხოლო ყოველიშემდგომი საათი 1-ლარს შეადგენს.
რაც შეეხება საქართველოში ყველაზე დიდ სავაჭრო ობიექტს “ლილო მოლს”, აქ ავტომობილის გაჩერება 5-ლარი ღირს.
როგორც აღმოჩნდა თბილისში არსებული მოლების პარკირების საფასური, არც თუ ისე სახარბიელოა, თუმცა მიუხედავად ამისა განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, თავისუფალი საპარგინგე ადგილის მოძებნა აღნიშნულ მოლებში საკმაოდ რთულია. ძირითადად მათი პარკინგე ადგილი 100 მანქანას იტევს.