დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში პარკი გაშენდება
ინფორმაცია, დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ გაავრცელა.
„ჩვენს ქალაქს ისე არაფერი უხდება, როგორც მწვანე სივრცეები. ამ მიმართულებით არაერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონის N30 კორპუსის მიმდებარედ საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაა – დაახლოებით, 8 700 კვადრატული მეტრი ფართობია, რომელიც მიტოვებული და მოუწესრიგებელია. ირგვლივ სულ კორპუსებია და რეკრეაციული სივრცის მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი იქნება. „ამ ადგილიდან, დაახლოებით, 300 მეტრში მდებარეობს N192 საჯარო სკოლა და ორი მუნიციპალური საბავშვო ბაღი. თუ ეს სივრცე მოეწყობა, იგი იქცევა მოსახლეობის თავშეყრის ძირითად ადგილად, რადგან მსგავსი ფართობის პარკი მე-3 მიკრორაიონში არ არსებობს. ვავალებ ჩემს მოადგილეს, ანდრია ბასილაიას, შემუშავდეს პროექტი, ეს სივრცე ყველანაირად მოწესრიგდეს და პარკი გაშენდეს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.