პარალიზებული ქუჩები, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაადგილება უჭირთ-სოციალურ ქსელში კადრები ვრცელდება

საცობი თბილისის, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. დედაქალაქის ქუჩები არა მხოლოდ პიკის საათებში არამედ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, შესაძლოა სრულიად პარალიზებული აღმოჩნდეს.

პარალიზებული ქუჩები, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაადგილება უჭირთ-სოციალურ ქსელში კადრები ვრცელდება

საკმარისია მცირე შემთხვევა, რომ ქუჩები მარტივად იჭედება საცობით და გაადგილება შეუძლებელი ხდება. სოციალურ ქსელში გუშინ არა ერთი კადრი გავრცელდა, სადაც პარალიზებული სხვადასხვა ქუჩა ჩანს. თუმცა სიმართლე ითქვას ამ საკითხიდან ერთადერთი გამოსავალი ავტომობილზე უარის თქმაა, რაც არს ერთ მძღოლს არ სურს. საგულისხმოა, რომ სპეციალისტების ვარაუდით რაღაც პერიოდის შემდეგ დედაქალაქი კიდევ უფრო დაიტვირთება მანქანებით და სავარაუდოდ საცობები კიდევ უფრო მოიმატებს.