რა ხდება ამ წუთებში დიდ დიღომში-წარმოუდგენელი საცობი და პარალიზებული უბანი

მოქლაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ საათზე მეტია საცობში დგანან, რომელსაც ბოლო არ უჩანს.

რა ხდება ამ წუთებში დიდ დიღომში-წარმოუდგენელი საცობი და პარალიზებული უბანი

დიდი დიღმიდან თბილისელები სოციალურ ქსელში კადრებს ავრცელებენ და ერთმანეთს მოუწოდებენ, ტერიტორიას არ გაეკარონ ვინაიდან, საცობში საათზე მეტ ხანს მოუწევთ ყოფნა.

“ეს უკვე კატასტროფაა!!! 1 საათი ვერ გავედი დიდი დიღმიდან. მერიამ აუცილებლად უნდა მიიღოს ზომები. შეუძლებელია ასე გაგრძელდეს…

ხალხო დილაობით ვეღარ გავდივართ უბნიდან. გამოსვლები თუ არ დავიწყეთ და მიწისზედა მეტრო ან დამატებითი გასასვლელები არ მოვითხოვეთ, წლები გავა და არ გვეშველება. გასასვლელი გუდვილის მეორე გვერდითი მხრიდან ხეივანზე. ლისზე რომ გაკეთდა, მაგდაგვარი ტიპის გზატკეცილი სოფელი დიღმიდან საბურთალოზე გადასასვლელი. დიდუბის მეტროდან, აღმაშენებლის ხეივნის შუა ხეებიანი ზოლის გამოყენებით მიწისზედა მეტრო დიდ დიღმამდე.

ხალხი ტრანსპორტიდან ჩამოდის და ფეხით აგრძელებს გზას…” – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

შეგახსენებთ, რომ დღეს “გუდვილის” მიმდებარედ ერთი პირი ავტომობილისთვის გზის არ დათმობის გამო დაჭრეს.