თბილისის ცენტრში „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა-ნახეთ როგორ გამოიყურება პირველი Luxury Collection ბრენდის სასტუმრო
პარაგრაფ თბილისი, მარიოტის საერთაშორისო ქსელის, პირველი Luxury Collection ბრენდის, სასტუმროა და მისი საინვესტიციო მოცულობა 150 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
სასტუმრო მოიცავს 220 ნომერს, 5 რესტორანს, სამ სართულზე განთავსებულია უმაღლესი კატეგორიის სპა, მაღალტექნოლოგიური შეხვედრებისა და საკონფერენციო სივრცეები. მასში დასაქმებულთა რაოდენობა, კი 900 თანამშრომელს აჭარბებს.
შეგახსენებთ, რომ Luxury Collection-ის ბრენდის სასტუმროს სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ “პანორამა თბილისის” პროექტის ფარგლებში, თავისუფლების მოედანზე თავდაპირველად 2020 წლის შემოდგომაზე უნდა გახსნილიყო. პანდემიის გამო გახსნა თავდაპირველად 2021 წლისთვის, შემდეგ 2022 წლის ზაფხულისთვის, ბოლოს კი 2023 წლისთვის იგეგმებოდა. “პანორამა თბილისის” პროექტი 3 ობიექტს მოიცავს, სასტუმროებს: სოლოლაკის მაღლობზე, თავისუფლებისა და ერეკლე მეორის მოედნებზე, რომლებიც ერთმანეთს საბაგიროთი უნდა დაუკავშირდეს.