დიდი ხნის ნანატრი სახლები – ე.წ. ოცნების ქალაქში 582 ოჯახის შესახლება დაიწყო
ასობით ოჯახის დიდი ხნის ნატვრა, ხელვაჩაურში ე.წ. ოცნების ქალაქში ახალი საცხოვრებლები იყო, ამ ეტაპზე სრულად დასრულებული და საცხოვრებლად მზადაა სამი, 12 სართულიანი შენობა, რომელშიც 582 ოჯახის შესახლება დაიწყო.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ბინები სპეციალური კომისიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით შერჩეულ ოჯახებზე გადანაწილდა. შესახლების პროცესი დოკუმენტაციის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ დაიწყო.
პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება უკვე დაწყებულია. პროექტის ახალი ეტაპი მთლიანი ტერიტორიის დაგეგმარებას, სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის პროექტის ფარგლებში, სრულად კეთიმოწყობილი საცხოვრებლები გადაეცემა 1600 – ზე მეტ ოჯახს, რომელებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე უმძიმეს სოციალურ პირობებში წლების მანძილზე ცხოვრობდნენ.