რა ეტაპზეა ე.წ. ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობა

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა დასრულდა. ახალ კორპუსებში 582 ბინაა.

რა ეტაპზეა ე.წ. ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობა

როგორც ირკვევა, „ოცნების ქალაქში“, პირველ რიგში, ბინებს ოჯახები „ტერიტორიული პრინციპით“ მიიღებენ. ანუ ის ოჯახები, რომლებიც იმ ადგილებში ცხოვრობენ, რომლებიც მიმდინარე და დაგეგმილი მშენებლობებისთვის [გზის, მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურისა და ა.შ. მოსაწყობად] უნდა გამოთავისუფლდეს.

შეგახსენებთ, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „აჭარის მთავრობის განკარგულებით, 2019 წელს შეიქმნა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების [ე.წ. „ოცნების ქალაქი“] მოქალაქეთა მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. ამ ჯგუფმა იმავე წელს დანომრა 1 726 საცხოვრისი, ხოლო წარმოდგენილი განცხადებებიდან რეგისტრაცია გაიარა – 1 607-მა ოჯახმა.“