“ოცნების ქალაქში” მშენებლობა თითქმის დასრულდა როდის დაიწყება ბინების გადაცემა და ვინ მიიღებს სახლს?
"ოცნების ქალაქი"-პროექტი, რომლის დასრულებას დიდი ხანია არაერთი ოჯახი მოუთმენლად ელოდება რადგან, ისინი გაუსაძლის პირობებში ცხოვრებენ. ხელვაჩაურში სადაც აღნიშნული დასახლებაა, თითქმის არანაირი ინფრასტრუქტურა და პირობები არ არის ნორმალური ცხოვრებისთვის, თუმცა უამრავ ადამიანს უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ხელვაჩაურში მათთვის კორპუსები აშენდა, რომლის ნაწილი დასრულდა ხოლო ნაწილის მშენებლობა კვლავ მიიმდინარეობს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის მიერ ხელმოწერილი წერილით, ირკვევა, რომ „ოცნების ქალაქში“, აღნიშნულ კორპუსებში 582 ბინაა, პირველ რიგში, ბინებს ოჯახები „ტერიტორიული პრინციპით“ მიიღებენ. ანუ ის ოჯახები, რომლებიც იმ ადგილებში ცხოვრობენ, რომლებიც მიმდინარე და დაგეგმილი მშენებლობებისთვის [გზის, მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურისა და ა.შ. მოსაწყობად] უნდა გამოთავისუფლდეს.
შეგახსენებთ, რომ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა სიაში 1740 ოჯახია, აქედან პირველ ეტაპზე ბინები 582 ოჯახს უნდა გადასცენ.