გლდანის რაიონს კიდევ ორი რეკრეაციული სივრცე შეემატა
თბილისში გლდანულასა და მუხიანში, რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაცია დასრულდა.
გლდანულაში, N2-2ა კორპუსებთან და მუხიანში, მეორე მიკრორაიონის N7–9 კორპუსებთან მწვანე სივრცე მოეწყო. სამუშაოები მუხიანში 4 350 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ჩატარდა რისთვისაც 555 091 ლარი დაიხარჯა. ხოლო გლდანულაში 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე სკვერის მოწყობისთვის 381 941 ლარი გამოიყო.
სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. გლდანულას სკვერში მოეწყო გარე გამოყენების ტენისის მაგიდა, მუხიანში კი – ფიტნეს სივრცე.