“ორბი” ბახმაროში – მასშტაბური პროექტი, გურიაში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა იცვლება

ბახმაროში "ორბის" პროექტში სასტუმროების რაოდენობა 66%-ით მცირდება, ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ორბი” ბახმაროში – მასშტაბური პროექტი, გურიაში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა იცვლება

პროექტს, საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება სასტუმროს ადგილმდებარეობამ გამოიწვია, ადგილობრივების განმარტებით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში ბახმარო, ავთენტურობას დაკარგავს და ხის ქოხებით, ცნობილი საკურორტო ზონა აღარ იქნება ისეთი მიმზიდველი როგორიც ახლაა.

თავდაპირველად მასშტაბური პროექტის, დასრულების დროდ 2025 წელი დასახელდა, თუმცა მთავრობის ახალი განკარგულებით 2027 წელი განისაზღვრა. უცვლელად დარჩა სპორტული მოედნების, რეკრეაციული სივრცის, კომერციული და კვების ობიექტების მოწყობის ვალდებულება.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 წლის განმავლობაში, გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არ უნდა განხორციელდეს“.

ასევე აღსანიშნავია რომ, 350 ნომრიდან 120 ნომრამდე შემცირდა სასტუმროს ნომრების რაოდენობა.