ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება საერთაშორისო ბრენდმა Europcar – მა დაიწყო
ფრანგული Europcar-ი ქუთაისის აეროპორტისთვის მანქანის გაქირავების მესამე საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მგზავრებს მანქანის გაქირავების სერვისს სთავაზობს. კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უახლესი, პრემიუმ კლასის ავტომობილებითაა წარმოდგენილი.
კომპანიის სერვისით სარგებლობა მგზავრებს ჩამოფრენის დარბაზში შეეძლებათ, სადაც Europcar-ი ოფისი იქნება განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ Europcar Georgia, 1949 წელს საფრანგეთში დაარსებული Europcar Internationally-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს 3 ტიპის სერვისს სთავაზობს: დღიური გაქირავება, საოპერაციო ლიზინგი და სატრანსპორტო მომსახურება.