ონიაშვილის ქუჩა ცალმხრივი გახდა – რას გამოიწვევს ცვლილება
ინფორმაციას ქუჩების მიმართულების ცვლილების შესახებ, თბილისის მერია ავრცელებს: "ზურაბ ჟვანიას მოედნის, ასევე, ყაზბეგისა და პეკინის გამზირის, ახალი გეგმარებითი სქემის მიხედვით, ტრანსპორტის გადაადგილების მიმართულებით გარკვეული ცვლილებები შედის. კერძოდ, ონიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება და ავტომობილები გადაადგილდებიან მხოლოდ ბუდაპეშტის ქუჩის მიმართულებით" ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჟვანიას მოედანი, თბილისში დღეისთვის ერთ-ერთ, ყველაზე გადატვირთულ კვანძად ითვლება. აღნიშნულ საგზაო მონაკვეთებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის 42 სამარშრუტო ხაზი გადის, რომლის საშუალებით, დღის განმავლობაში, 200 000-ზე მეტი მგზავრობა ხორციელდება. ამიტომ ონიაშვილის ქუჩის ცალმხრივი გადაადგილების მიზეზი სწორედ ჟვანიას მოედნის განტვირთვაა.