ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა “აფხაზეთის რესპუბლიკის საბინაო კოდექსში” ცვლილება შეიტანეს
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში მოქალაქეები საცხოვრებლის შეძენას იპოთეკით შეძლებენ. ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა "აფხაზეთის რესპუბლიკის საბინაო კოდექსის" პროექტი პირველი მოსმენით მიიღეს.
ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილება, საბინაო კოდექსის მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიის საცხოვრებლის შესაძენად ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით დაკრედიტების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს ე.წ. ბინადრობის მოწმობა აქვთ, რომლითაც მათ არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება არ გააჩნიათ. ამასთან აფხაზეთის ქალაქებში უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში, მას საკუთარ სახელზე ვერ იფორმებენ. უცნობია, ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. პარლამენტის ახალი დებულება გავრცელდება თუ არა ქართველებზე.