ოკაცეს კანიონი 15 ივნისიდან ვიზიტორებისთვის გაიხსნება – რას ნახავენ სტუმრები საქართველოში ერთ-ერთ პოპულარულ ობიექტზე
ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი "ოკაცეს კანიონი" თებერვლიდან ვიზიტორებს აღარ იღებდა. მიზეზი კი ობიექტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იყო.
15 ივნისიდან ვიზიტორებს კვლავ შეეძლებათ კანიონის მონახულება, სადაც. ოკაცეს კანიონშია გავლებული საქართველოში კლდეებზე გადმოკიდებული პირველი ბილიკი, რომელიც ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვისაა შექმნილი. 2-3 საათის საფეხმავლო გზის ნაწილია დადიანების ისტორიული ტყე-პარკი და 780 სიგრძის კიდული ბილიკი.