თბილისში მცხოვრებ 23 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დაუკანონდა

თბილისში, სამგორში მცხოვრებ 23 ოჯახს დედაქალაქის მერმა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები გადასცა.

თბილისში მცხოვრებ 23 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დაუკანონდა

ინფორმაცია დედაქალაქის მერიის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„ვუერთდები ამ ადამიანების სიხარულს. 3 000-ზე მეტი ოჯახია ფართებით დაკმაყოფილებული. აღნიშნული პროგრამის განხორციელებას განვაგრძობთ. ჯერ კიდევ რჩება ამ მიმართულებით გამოწვევები, თუმცა ყველა ოჯახს ხელს შევუწყობთ, რომ საცხოვრებელი ფართები, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, მათი საკუთრება გახდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში ფართების დაკანონებას, ასობით ოჯახი ელოდება. მერიის ინფორმაციით, მათი განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.