600 ოჯახს ბათუმში ე.წ. “ოცნების ქალაქში” საცხოვრებელი ბინები გადაეცა, დაგეგმილია კიდევ 1000 ოჯახის ბინით უზრუნველყოფა

ბათუმში, "ოცნების ქალაქის" მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა და 600 ოჯახს, რომელთაგან 800-მდე ბავშვია საცხოვრებელი ბინები უსასყიდლოდ გადაეცათ. დაგეგმილია კიდევ 1000 ოჯახის ბინით უწრუნველყოფა.

600 ოჯახს ბათუმში ე.წ. “ოცნების ქალაქში” საცხოვრებელი ბინები გადაეცა, დაგეგმილია კიდევ 1000 ოჯახის ბინით უზრუნველყოფა

“ოცნების ქალაქი” ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში მდებარე დასახლებაა, სადაც უამრავი ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა, აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების წინ ეკო მიგრანტები და უსახლკარო ოჯახები თვითნებურად დასახლდნენ.პირველ ეტაპზე მრავალშვილიანებსა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს გადაეცათ საცხოვრებელი. მუდმივ ფაზაში კიდევ რამდენიმე კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. ბინების გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დაესწრო, ირაკლი კობახიძემ ქოქოლაძეების მრავალშვილიან ოჯახს ახალი საცხოვრებლის გასაღები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ბინები ოჯახებს გარემონტებულ და კეთილმოწყობილ მდგომარეობაში ჩაბარდათ.