ბათუმში, 20-მდე ოჯახი ყოფილი სამხედრო ნაწილის შენობაში შეიჭრა

ბათუმში, იოსებ ნონეშვილის N3-ში, ყოფილი სამხედრო ნაწილის შენობაში 20-მდე ოჯახი შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ნაგებობაში შესვლა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

ბათუმში, 20-მდე ოჯახი ყოფილი სამხედრო ნაწილის შენობაში შეიჭრა

დღეს მედიასთან გაკეთებულ კომენტარში, ოჯახებმა განაცხადეს, რომ ისინი სოციალურად დაუცველები, ეკომიგრანტები და ძალადობის მსხვერპლი ქალები არიან. ოჯახები საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ შენობის დატოვებას არ აპირებენ.