ნუცუბიძის კოშკები – საბჭოთა არქიტექტურის გარდასახვა
ძველ ისტორიულ თბილისზე ბევრი დაწერილა - ადგილზე, რომელიც მართლაც უნიკალურია თავისი არქიტექტურით
ძველ ისტორიულ თბილისზე ბევრი დაწერილა - ადგილზე, რომელიც მართლაც უნიკალურია თავისი არქიტექტურით, თუმცა ქალაქის სხვა უბნებშიც ბევრია ისეთი ობიექტი, რომელსაც თბილისის მაცხოვრებლების გარდა ბევრი ტურისტიც სტუმრობს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ განსაკუთრებულობას.
მოგეხსენებათ, 60-იან წლებში გაჩენილი „ხრუშჩოვკები“ და 70-იან წლებში აშენებული „ბრეჟნევკები“ მიმზიდველობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. მათ შესახებ ყველაფერი პრაქტიკულობასა და ეკონომიურობას ექვემდებარებოდა. ამ შენობების მოსაწყენი და ცარიელი ფასადები დეპრესიულად გამოიყურებოდა და, ბევრის აზრით, ამახინჯებდა კიდეც ქალაქის ქუჩებს.
რთულ რელიეფზე, საქართველოს ქალაქებისთვის, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საცხოვრებელი რაიონების ციცაბო ფერდობებზე გაშენების სწორად დაგეგმვას. ერთ-ერთი პირველი, ფრიად საინტერესო ექსპერიმენტი იყო – თბილისში ნუცუბიძის ქუჩის ფერდობის განაშენიანება, რომლის არქიტექტორები: ო.კალანდარიშვილი და გ.ფოცხიშვილი იყვნენ.
მათ გამოიყენეს ორიგინალური გადაწყვეტა, განათავსეს 9 და 16 სართულიანი ტიპიური მსხვილბლოკიანი და მსხვილპანელოვანი სახლები სექციების მინიმალური რაოდენობით რთულ რელიეფზე და დააკავშირეს ისინი სერპანტინური საავტომობილო გზით. მთავარი საქვეითო გადაადგილება შვეულად და თარაზულად ხორციელდება ლიფტების მძლავრი ჯგუფებით და გადახურული გადასასვლელებით სხვადასხვა დონეებზე, რომლებიც სპეციალურ სახლგამანაწილებლებშია დაპროექტებული.
საბჭოთა თბილისის სახლების საუკეთესო მაგალითია, 1970–1980-იან წლებში ოთარ კალანდარიშვილისა და გაიოზ ფოცხიშვილის პროექტით აშენებული საცხოვრებელი კომპლექსი ე.წ „შატილი“. როგორც წყაროები მოწმობენ პირველი კორპუსი 1976 წელს ააშენეს, ხოლო დანარჩენი ორი და ხიდები 80-იანებში. არქიტექტორების ჩანაფიქრი იყო თბილისის ახალ განაშენიანებაში შემოეტანათ ტრადიციული დიზაინის ელემენტი და აეშენებინათ საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც სხვადასხვა დონეზე მდგარი კორპუსები ერთმანეთს ხიდებით დაუკავშირდებოდნენ.
სამი 16-სართულიანი იდენტური კონსტრუქციის მქონე კორპუსი ერთმანეთს უზარმაზარი ხიდით უკავშირდება. ქვედა კორპუსის მე-14 სართულიდან გამავალი ხიდი კვეთს შუა კორპუსს მე-12 სართულის სიმაღლეზე და ზედა კორპუსს მე-10 სართულის სიმაღლეზე. შემდეგ ხიდი გადის ერმილე ბედიას ქუჩაზე. ქართველი არქიტექტორების ჩანაფიქრი და ხიდის არსებობა იმით იყო განპირობებული, რომ მოქალაქეს ზედა კორპუსებში მოხვედრისათვის არ სჭირდებოდა ფეხით აღმართზე სიარული. საკმარისი იყო პირველ კორპუსში მისვლა და ლიფტის მეშვეობით ხიდის მქონე სართულზე ასვლა. დღესდღეობით კორპუსის მაცხოვრებლებს აქვთ მეორე ლიფტი, რომლის მეშვეობითაც ისინი სართულებს შორის გადაადგილდებიან, ხოლო ხიდზე მოსახვედრად არის გამოყოფილი ცალკე ლიფტი, რომელიც მხოლოდ ორ სართულზე ჩერდება – პირველი და ე.წ. „ხიდის“ სართული.
30 წელზე მეტია უკვე კორპუსები ნუცუბიძის ქუჩას პირველი მიკრორაიონის ზედა პლატოსთან აკავშირებს. პროექტი ფართო მაშტაბის უნდა ყოფილიყო, გაგრძელებულიყო, თუმცა განვითარება ვერ შეძლო და საბოლოოდ გადაწყდა მისი სამ კორპუსად აშენება. წლების განმავლობაში კორპუსებმა ბევრჯერ შეიცვალეს იერსახე. ზოგიერთმა ოჯახმა აივანი ამოაშენა, ზოგმა გააერთიანა, ზოგმა კი, საერთოდ, საკუთარი ხელით დაასრულა ბინა, თუმცა ხელუხლებელი დარჩა ხიდი კორპუსებს შორის.
საქალაქო მნიშვნელობის მაგისტრალებთან და მეტროპოლიტენის სადგურებთან სიახლოვემ, საცხოვრებელი სახლებიდან გადაშლილმა თრიალეთის ქედის ხედებმა და მის ძირში განლაგებულმა თბილისის რაიონების პანორამამ, მშვიდმა გარემომ, სუფთა ჰაერმა, ქალაქის ცენტრთან სიახლოვემ და მასთან შედარებით ზაფხულში 2-3 გრადუსით ნაკლებმა ჰაერის ტემპერატურამ გადააქცია ნუცუბიძის პლატო თბილისში ერთ-ერთ საუკეთესო საცხოვრებელ რაიონად. მის მიმართ მოსახლეობის მხრიდან დიდმა დაინტერესებამ გამოიწვია დეველოპერებისათვის საიტერესო უბნად ქცევა და მასიურმა განაშენიანებამაც არ დააყოვნა.
როგორი იყო ნუცუბიძე და როგორია ახლა? რითი შეიცვალა და შეიცვლება ბეტონის მასიური განაშენიანება? – Kalaki.ge რამდენიმე ახალი მშენებლობის მაგალითზე წარმოგიდგენთ.
m² Nutsubidze 2
ახალი საცხოვრებელი კომპლექსი „m² ნუცუბიძეზე 2″ საბურთალოს რაიონში, შალვა ნუცუბიძის ქ. 125ა -ში შენდება. კომპლექსი განთავსებულია 12 523 კვ. მ-ზე და მოიცავს 3 კორპუსს, რომელთა სართულიანობა 15-დან 25 -მდეა. 3-მეტრიანი ჭერის სიმაღლის 694 ბინიან კომპლექსში არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ახალგაზრდების, სტუდენტებისა თუ ახლად შექმნილი ოჯახების საჭიროებებზე მორგებულ კომპაქტურად დაპროექტებულ ბინებს, ასევე, დიდ ოჯახებზე ფართო აპარტამენტებს.
საცხოვრებელი კომპლექსის ინფრასტრუქტურა გააზრებულია მყიდველთა სხვადასხვა ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით. დეველოპერი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს 4500 მ2 ფართობის კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცის შექმნას, სადაც გაშენდება ბაღი მრავალფეროვანი გამწვანებით, სასეირნო ჩიხებითა და დასასვენებელი ადგილებით. ეზოში არის საბავშვო და სპორტული მოედნები, ასევე ფეხბურთის მოედანი. ახალი კორპუსის პირველ სართულზე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტი იმუშავებს.
ბინების ფართი 34.2 კვ.მ-დან და 147,5 კვ.მ-დეა. კვადრატული მეტრის ფასი კი 1 339 დოლარიდან იწყება.
Archi Nutsubidze 2
თანამედროვე პროექტი „არქი ნუცუბიძე 2“ A ბლოკი საბურთალოს IV პლატოზე, ლისის ტბიდან 10 წუთის სავალზე, კ. კაპანელის ქუჩაზე მდებარეობს. 21-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის მოსაპირკეთებლად ვენტილირებადი HPL პანელები და ელასტიკური აგური გამოიყენება. პროექტი მოიცავს კომერციულ ფართს, ღია და დახურულ ავტოსადგომს, გამწვანებულ ეზოს საბავშვო გასართობი სივრცესა და სპორტულ მოედნებს.
საცხოვრებელი კოპლექსის მხოლოდ A ბლოკი, 345 ბინისაგან შედგება, რომელთა ფართობი 55,9 კვ.მ-დან და 119,2 კვ.მ-დეა. ფასი 1 360 დოლარიდან იწყება.
Sphera Nutsubidze
პროექტი მდებარეობს , ბესარიონ ჟღენტის 96 ნომერში. 2 ბლოკისაგან შემდგარი კომპლექსი 19 და 20 სართულიანია, ბინების რაოდენობა 540-ია, რომელთა ფართებიც 35 კვ.მ-დან და 125 კვ.მ-დეა. 3 მეტრი ჭერის სიმაღლის ბინები მომხმარებელს თეთრი კარკასის მდგომარეობით ჩაბარდება. მათი ფასი კვადრატულ მეტრზე კი 995 დოლარიდან იწყება.
გარდა ამისა, კომპლექსის 4000მ2-მდე ფართობზე განთავსდება კომერციული ფართები, დახურული ტერიტორი, სკვერი, ბავშვთა გასართობი ზონა, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, ბარბექიუ კუთხე, სასეირნო ბილიკები.
IvestGroup Nutsubidze
ნუცუბიძის პლატოს მეოთხე მიკრორაიონის 10-ში, 1 შენობისაგან შემდგარი, საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. საცხოვრებელი სახლი 17-სართულიანია და 195 ბინას მოიცავს. მათი ფართები 53 კვ.მ-დან და 139,1 კვ.მ-დეა. კვადრატული მეტრის ფასი კი 990 დოლარიდან იწყება.
საცხოვრებელი კორპუსი რეკრეაციული ზონით, 5,000 მ²-ია. კომოლექსის ტერიტორიაზე არის ფეხბურთისა და კალათბურთის მოედანი, ღია და დახურული პარკინგი. 17-სართულიანი კორპუსი მოიცავს ავტოსადგომისთვის განკუთვნილ სამ მიწისქვეშა სართულს. შენობის ნულოვანი სართული კი კომერციული მიზნებისთვის არის განკუთვნილი.