ნინოშვილის ქუჩაზე N21-ში, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი დააზიანა-რა განცხადებას ავრცელებს თბილისის მერია

თბილისში ძლიერმა ქარმა, ნინოშვილის N21-ში საცხოვრებელ სახლს სახურავი - დაახლოებით, 70-80 კვ.მ ფართობზე გადახადა. პარალელურად მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები ადამიანები ქუჩაში დარჩნენ და ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებს სთხოვდნენ, ვინაიდან შენობაში დარჩენა სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. დედაქალაქის მერიამ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით უპასუხა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ნინოშვილის ქუჩაზე N21-ში, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი დააზიანა-რა განცხადებას ავრცელებს თბილისის მერია

“გვინდა, გამოვეხმაუროთ ე.წ. კრიტიკული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ნინოშვილის ქუჩა N21-ში, ძლიერი ქარის გამო დაზიანებული სახურავის შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩენილი მცხოვრებლების ბედი ამ დრომდე არ მოუკითხავს ჩუღურეთის რაიონის გამგეობას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი, რაც ემსახურება თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას.
გუშინ საღამოს, ძლიერმა ქარმა, ნინოშვილის N21-ში საცხოვრებელ სახლს გადახადა სახურავი – დაახლოებით, 70-80 კვ.მ ფართობზე.
შეტყობინების მიღებისთანავე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, მოადგილეები და გამგეობის თანამშრომლები მივიდნენ ადგილზე, შეხვდნენ და ესაუბრნენ მოსახლეობას, დაიგეგმა გადაუდებელი სამუშაოები.

ცუდი ამინდისა და დაბალი ხილვადობის გამო, გუშინ ღამით ვერ მოხერხდა სახურავის მოხსნა. სამუშაოები დღეს დაიწყო და ადგილზე იმყოფებოდნენ რაიონის გამგეობის თანამშრომლები და გამგებელი.

აღსანიშნავია, რომ ნინოშვილის N21-ში მცხოვრები ოჯახები არ საჭიროებენ ქირით გაყვანას. დღესვე, მიიღება პრევენციული ზომები. გადაუდებელი სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე უახლოეს მომავალში ახალი სახურავი მოეწყობა.”- ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.