რეგიონში პირველი ხელოვნური კუნძული – რა მიზნები აქვს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“, რომელიც ბათუმში მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს

ბათუმის საერთაშორისო პოზიციაზე აყვანა და ტურისტულ ცენტად ქცევა, ასეთია მიზანი შავი ზღვისპირა ქალაქში დაგეგმილი მასშტაბური პროექტის, რომელსაც „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ განახორციელებს.

რეგიონში პირველი ხელოვნური კუნძული – რა მიზნები აქვს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“, რომელიც ბათუმში მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს

რეგიონში პირველი ხელოვნური კუნძული, 84 ჰა-ზე განთავსდება,საიდანაც 49%-ი რეკრეაციულ ზონას დაეთმობა. 15 ჰექტრიდან 7 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ტყე-პარკი, სპორტული მოედნები, საფეხმავლო ბილიკები გაშენდება. პროექტის მთავარ ღირებულებს პანორამული ხედები წარმოადგენს, რომელიც პირდაპირ შავ ზღვაზე იშლება.

კუნძულზე განთავსდება, საცხოვრებელი ბინები, აპარტ სასტუმრო და სასტუმრო, კერძო ვილები, სავაჭრო ცენტრები, რეკრეაციული სივრცეები, სპორტული აქტივობები, თანამედროვე და პირველი დიდი იახტ კლუბი საქართველოში. ამასთან, ეკო ტრანსპორტი – კერძო საფეხმავლო და ველო ბილიკები.

აღსანიშნავია, რომ 2 ნახევარკუნძულსა და კუნძულზე დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ახალი პროექტის საშუალებით,7 000 – მდე სამუშაო ადგილი შექმნება.