დედაქალაქის ნაწილს რამდენიმე დღეა წყალი არ მიეწოდება – რა განცხადებას ავრცელებს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის აღდგენითი სამუშაოები 7 დღე გაგრძელდება.

დედაქალაქის ნაწილს რამდენიმე დღეა წყალი არ მიეწოდება – რა განცხადებას ავრცელებს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”

კომპანიის ინფორმაციით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერის მოხსნის სამუშაოები დაიწყო.

„მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი, ადგილზე 24 საათიან უწყეტ რეჟიმში მუშაობს 7 ერთეული მძიმე ტექნიკა. ეს არის ამ ეტაპისთვის მაქსიმალური რაოდენობა რისი განთავსებაც შესაძლებელია სამუშაო ტერიტორიაზე. დასამუშავებელი მიწის არეალის გაფართოვებასთან ერთად, ეტაპობრივად დაემატება მძიმე ტექნიკა“,- ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გავცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ წყალი რამდენიმე დღეა არ მიეწოდება დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილს, რის გამოც რესტორნები, უკმაყოფილებას გამოხატავენ, რადგან წლის დიდი რაოდელობით შეძენა უწევთ.