რატომ შეწყდა ნატახტარი-ბათუმი ავიარესი

„აკ -ეარ ჯორჯიას“ და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" შეთანხმებით, 24 ნოემბრიდან, ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარის ავიარეისები შეწყდება. ცვლილება კერძო და სახელმწიფო კომპანიებს შორის 2018 წლის 26 სექტემბერს დადებულ ხელშეკრულებაში შევიდა, რომლის საფუძველზეც ხდება საქართველოს შიდა ავიაბაზარზე სუბსიდირებული ავიარეისების შესრულება, სწორედ ამიტომ ნატახტრი - ბათუმი - ნატახტარის სუბსიდირებული ავიარეისები აღარ შესრულდება.

რატომ შეწყდა ნატახტარი-ბათუმი ავიარესი

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, სუბსიდირებულ ავიარეისებს თბილისი – ბათუმი – თბილისი მიმართულებით „ჯეო სქაი“ ასრულებს და ბილეთის ღირებულება 155.30 ლარია.