თბილისის მერია ნარიყალას ციხის რეაბილიტაციას იწყებს
დედაქალაქისთვის, ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, ვინაიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ციხეს, რომელსაც თბილისისა და ქვეყნის ისტორიისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, სასწრაფო რეაბილიტირებას საჭიროებს.
ნარიყანას ციხის რეაბილიტაციის შესახებ დედაქალაქის მერმა 2024 წელს განსახორციელებელ პროექტებთან ერთად დაანონსა. პროექტი 2 წლიანია და 2025 წელს დასრულდება. დედაქალაქის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 13 162 286 ლარი დაიხარჯება.
როექტი მოიცავს როგორც გარე პერიმეტრის ძირითადი კედლის საყრდენების რეაბილიტაციას, ისე შიდა პერიმეტრის კეთილმოწყობას, მოწესრიგებას და მხატვრულ-დეკორატიული მინათების მონტაჟს.
აღსანიშნავია, რომ ორი წლის მანძილზე, რეაბილიტაციის პროცესში ნარიყალას ციხე ვიზიტორებისთვის სრულად არ დაიხურება. ციხის ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი სამუშაოების დროს შეიზღუდება.