როდის დაიწყება დედაქალაქისთვის ერთ-ერთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტის “ნარიყალას ციხის” რეაბილიტაცია
ნარიყალას ციხის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება-ეს განხადაბე დედაქალაქის მერმა გაავრცელა, მისი განმარტებით კომპანია, რომელიც სამუშაოებს შეასრულებს უკვე შერჩეულია.
„პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 13 მლნ ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2025 წლის შემოდგომაზე არის დაგეგმილი. აღნიშნული რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდება როგორც ეზო, ასევე, გარე პერიმეტრი და მოეწყობა მხატვრულ-დეკორატიული მინათება. სამუშაოები მომდევნო კვირიდან დაიწყება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ “ნარიყალას ციხე”, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს, სამუშაოები კი მომავალი წლის შემოდგომას დასრულდება.