ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია იწყება-რას მოიცავს სამუშაოები და რა შეიცვლება რეაბილიტაციის პროცესში?

ნარიყალას ციხე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და დედაქალაქის ერთ-ერთი სიმბოლოა, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს.

ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია იწყება-რას მოიცავს სამუშაოები და რა შეიცვლება რეაბილიტაციის პროცესში?

პროექტი მოიცავს როგორც გარე პერიმეტრის ძირითადი კედლის საყრდენების რეაბილიტაციას, ისე შიდა პერიმეტრის კეთილმოწყობას, მოწესრიგებას და მხატვრულ-დეკორატიული მინათების მონტაჟს.

„აღნიშნულ ძეგლზე საუბარს არ დავიწყებ და არ ავხსნი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, უამრავი ტურისტი სტუმრობს და დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ რეაბილიტაცია სჭირდება. სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე განვახორციელეთ, იწყება პროექტით გათვალისწინებული მეორე ეტაპი, რის შემდეგაც ნარიყალას ციხე განახლდება და ტერიტორია მოწესრიგდება“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნარიყალას ციხე პირველად მოხსენიებულია 1772 წელს. ლეგენდის თანახმად უძველესი ციხე-სიმაგრე ისევე როგორც, თბილისი მეფე ვახტანგ გორგასალის დაფუძნებულია.